არასრულწლოვან ლუკა სირაძის თვითმკვლელობის საქმეზე გასამართლებული, პოლიციის ყოფილი თანამშრომელი მარიანა ჩოლოიანი RMG Gold-ში დაასაქმეს. კომპანიის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ის დაცვის სამსახურში ბოლო რამდენიმე კვირაა მუშაობს.
ასევე ნახეთ ქართული ოქროს მოპოვების ფარული მხარეკომპანიაში ამბობენ, რომ ჩოლოიანთან შეთანხმების გარეშე, მხოლოდ მცირე ინფორმაციის გაცემა შეუძლიათ. მათ შორის იმის თქმა, რომ მან ღიად გამოცხადებულ ვაკანსიაზე შეიტანა განაცხადი.
2019 წლის 11 დეკემბერს, მეათე კლასის მოსწავლე ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც ის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, „მწვანე სკოლის“ კედლებზე გაკეთებული წარწერების გამო გამოჰკითხეს. გამოკითხვაზე მოზარდი ორჯერ, 10 და 11 დეკემბერს იმყოფებოდა და ორივეჯერ მარიანა ჩოლოიანმა დაკითხა.
ლუკა სირაძე 2019 წლის 17 დეკემბერს გარდაიცვალა საავადმყოფოში. დაკავებული მარიანა ჩოლოიანის გარდა, არასრულწლოვანის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუწყდა ორ პოლიციელს. გარდაცვლილის ოჯახის ინტერესებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავდა.
2020 წლის 7 სექტემბერს, 15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ბრალდებით დაკავებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს, საქალაქო სასამართლომ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ის მისჯილ ვადაზე ადრე გათავისუფლდა.
ასევე ნახეთ მარიანა ჩოლოიანი ვადაზე ადრე გათავისუფლდა ასევე ნახეთ საიას შეფასებით, მარიანა ჩოლოიანის ვადაზე ადრე გათავისუფლება უსამართლობის განცდას აჩენს ასევე ნახეთ აქ იყო ლუკა - 15 წლის ბიჭის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ