აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, რომელიც "თბილისი პრაიდის" კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო, მედიასთან კომენტარში გამოეხმაურა განცხადებებს, რომლებიც შეეხება იმას, თითქოს, აშშ დაინტერესებულია საქართველოს ომში ჩართვით.
კელი დეგნანმა ამგვარ განცხადებებს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის "მზაკვრული ნარატივი უწოდა".
"მინდა გამოვეხმაურო მზაკვრულ ნარატივს, რომელიც, როგორც ჩანს, გრძელდება. ეს პირდაპირ ეფესბეს დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდან მოდის. ნება მიბოძეთ, ნათლად გამოვხატო: აშშ არ ცდილობს, რომ საქართველო ჩაერთოს რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომში, აშშ-ს არ სურს ეს ომი გაფართოვეს რამენაირად, აშშ აკეთებს ყველაფერს, რაც შეგვიძლია ამ ომის შესაჩერებლად, რაც შეიძლება მალე. პუტინი იყო ის, ვინც უკრაინის წინააღმდეგ ეს აგრესიული და ბრუტალური ომი დაიწყო და პუტინს შეუძლია ამ ომის შეჩერება. აშშ საქართველოს მეგობარია, რომელმაც უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის. ჩვენ ამის კეთებას გავაგრძელებთ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ახსოვდეს, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს თქვენი ტერიტორიის 20 პროცენტი. რუსეთი ცდილობდა თქვენი ენის მოკვლას. რუსეთი ანგრევდა თქვენს ეკლესიებს და ცხოველების სადგომებად აქცევდა. თუ არის რაიმე კითხვა, რას ნიშნავს რუსეთთან მეგობრობა საქართველოსთვის, უნდა ნახოთ, რა ხდება ადმინისტრაციულ საზღვარზე. თქვენი მეგობრები აშშ-ში და ევროპაში არიან და ეს არის საქართველოსთვის მშვიდობის, სტაბილურობის და კეთილდღეობის გზა", - განაცხადა კელი დეგნანმა.
დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა, რომლებმაც 28 ივნისს დატოვეს მმართველი "ქართული ოცნების" რიგები, 29 ივნისს ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ "არიან დიდი ძალები", რომლებსაც ქვეყნის დესტაბილიზაცია სურთ. პარტიიდან წასვლის მიზეზად და მიზნად მათ "საზოგადოების სიმართლით აღჭურვა" აქვთ დასახელებული.
უფრო ადრე, 14 ივნისს, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ყოფილი თუ მოქმედი დასავლელი მაღალჩინოსნების განცხადებები, შესაძლოა, მოსახლეობას უქმნიდეს განცდას, რომ აშშ-ის საქართველოს ომში ჩართვა სურს. დეპუტატმა დაასახელა კონკრეტული გვარებიც და თქვა, რომ მართალია, ისინი არ არიან აშშ-ის მოქმედი პოლიტიკოსები, თუმცა საზოგადოებრივი აზრის შექმნა შეუძლიათ.
ასევე ნახეთ სუბარი განცდას, რომ აშშ-ს საქართველოს ომში ჩართვა სურს, კელის, ბრაიზას და კრამერის განცხადებებსაც უკავშირებს ასევე ნახეთ "უნდა აღვჭურვოთ საზოგადოება სიმართლით" - ხუნდაძე, ყაველაშვილი და სუბარი საერთო განცხადებას ავრცელებენ ასევე ნახეთ კობახიძის თქმით, გიგაური, ლომჯარია და სხვები აჩენენ ეჭვის საბაბს, რომ დასავლეთია მეორე ფრონტით დაინტერესებული100%-ით რუსული დეზინფორმაციაა, თითქოს აშშ ცდილობს საქართველო ჩაითრიოს ომში, გახსნას მეორე ფრონტი, - ეს განცხადება კი აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა 13 ივნისს გააკეთა.