პარტია "ლელო საქართველოსთვის" უერთდება სამოქალაქო მოძრაობის "შინ ევროპისკენ" მოთხოვნებს, რომელიც გუშინ, 24 ივნისს რუსთაველის გამზირზე აქციის ორგანიზატორებმა გააჟღერეს. ამ საკითხზე ბრიფინგზე ისაუბრა პარტიის ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ.
"ლელო საქართველოსთვის" მხარს უჭერს საერთო სახალხო მოძრაობის მიერ გამოცხადებულ მანიფესტს და იმ მოთხოვნებს, რომელიც იქ არის დასახელებული. კერძოდ, ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა, რომელიც იქნება არა პარტიული, არამედ პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული. ეს პირდაპირ პასუხობს ევროკომისიის ლიდერების მიერ გაჟღერებულ მოთხოვნას, რომ საქართველოში უნდა მოხდეს პოლიტიკური გაერთიანება, და დეოლიგარქიზაციას", - თქვა ბადრი ჯაფარიძემ.
გუშინ, 24 ივნისს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილმა მოქალაქეების ნაწილმა მოძრაობა "შინ ევროპისკენ" დააფუძნეს. მათი მთავარი მოთხოვნაა გადადგეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობა.
ასევე ნახეთ მოძრაობის, „შინ ევროპისკენ“, მთავარი მოთხოვნა: გადადგეს ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა ასევე ნახეთ რას ნიშნავს ეროვნული თანხმობის მთავრობა - შოთა დიღმელაშვილის განმარტებაამ მოთხოვნას უერთდება ოპოზიციური პარტია "დროაც" და "ევროპული საქართველოც".
ასევე ნახეთ "დროა" უერთდება მოძრაობის "შინ ევროპაში" მოთხოვნას პრემიერის გადადგომის შესახებ ასევე ნახეთ ბოკერია: ლოგიკურია, რომ პროტესტს უპარტიო, აქტიური მოქალაქეები ჩაუდგნენ სათავეში23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მისცეს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
ასევე ნახეთ ევროკომისიის 12 მოთხოვნა მოკლედ - რა უნდა გააკეთოს საქართველომ, EU-ს კანდიდატის სტატუსის მისაღებადიმის შესახებ, რომ აქცია გუშინ, 24 ივნისს გაიმართებოდა, ორგანიზატორებმა 20 ივნისს პარლამენტის შენობის წინ გამოაცხადეს, როცა არავინ იცოდა ერთმნიშვნელოვნად, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებდა. 20 ივნისს აქციის ორგანიზატორები, "სირცხვილიას" ლიდერები ამბობდნენ, რომ გადაწყვეტილების გაგების შემდეგ იტყოდნენ, რა გეგმა და მოთხოვნები აქვთ.