პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია მოსამართლეებისა და ბიზნესმენების შემდეგ ასახელებს და საერთაშორისო პარტნიორებს აწვდის პროკურორების სიას, ვის დასანქციებასაც ითხოვს. ხოშტარია ამბობს, რომ ეს ადამიანების ხელს უწყობენ საქართველოში არსებულ ოლიგარქიული სისტემის არსებობას.
"ამ სისტემის, მართლმსაჯულების და პროკურატურის სისტემის თავში დგას ოთარ ფარცხალაძე, რომელიც არის ჩართული მაღალი დონის კორუფციულ საქმეებში, დაახლოებულია ბიძინა ივანიშვილის კართან და მეორე მხრივ, მისი მთავარი დამსახურება ბიძინა ივანიშვილთან არის პროკურატურის კონტროლი", - თქვა ხოშტარიამ.
- ირაკლი შოთაძე, მთავარი პროკურორი - "ოთარ ფარცხალაძე პროკურატურას მართავს ირაკლი შოთაძის მეშვეობით, რომელიც ხორავას საქმეზე, ძალიან ამორალურ საქმეზე, საქმის გამრუდების გამო - გამოჭერილი იყო ტყუილში და მოუწია გადაყენება. ის იმდენად ძვირფასია ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ მოუწიათ მისი უკან დაბრუნება. ირაკლი შოთაძე თავადაც არ უარყოფს, რომ ანაკლიის პორტის საქმეზე ესწრებოდა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტში მამუკა ხაზარაძისა და ბადრო ჯაფარიძის შეხვედრას - პირდაპირ იყო ჩართული გარჩევებში. ის პირდაპირ კურირებს ყველა პოლიტიკურ საქმეს და [ირაკლი ღარიბაშვილის] არ იყოს, "ორჯერ თქმა არ სჭირდება".
- ჯარჯი წიკლაური - "წინა ხელისუფლების დროს მას ეხებოდა ციხეში მყოფი ხალხის მონიტორინგი - მთავარი ღერძი დანაშაულის, რაც იყო ციხეში - ადამიანის უფლებები, ის უწევდა მონიტორინგს და ეს იმას ნიშნავს, რომ არათუ არ ასრულებდა თავის მოვალეობას, ის მონაწილე იყო ამ დანაშაულის. როგორც "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ხდება, პოლიტიკურად გადმოიბარეს და მას ჩააბარეს პოლიტიკური საქმეები - "ციანიდის საქმე", "კარტოგრაფების საქმე", "კაბელების საქმე", "მიხეილ სააკაშვილის საქმე". ის გამორჩეულია პოლიტიკური მსახურებით ბინძურ საქმეებში";
- მიხეილ სადრაძე - "ძალიან აქტიური იყო "კარტოგრაფების საქმეში" - რუსულ სპეცოპერაციაში, რომელიც დავით ხიდაშელმა ჩაატარა. აქტიურად გამოდიოდა, მათ შორის პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებში ამ საქმეზე. ასევე იყო ნიკა მელიას საქმეში პროკურორი";
- ამირან გულუაშვილი - "ზედამხედველობს პოლიტიკურ საქმეებს, არის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა - "რუსთავი 2"-ის საქმეზე, "ნიკა გვარამიას საქმეზე", "კარტოგრაფების საქმეზე", "ნიკა მელიას საქმეზე". პროკურატურაში არიან გამოყოფილი ასეთი ადამიანები, რომლებიც კურირებენ და ასრულებენ ასეთ ბინძურ საქმეებს".
- რევაზ ბაღაშვილი - "შედარებით ჩრდილში მყოფია. ის საგამოძიებო ნაწილის უფროსია და მის ხელში გადის პოლიტიკური საქმეები".
"მინდა ხაზი გავუსვა, საქართველოს ჰყავს ღირსეული ბიზნესმენებიც, ღირსეული მოსამართლეებიც, პოლიციელებიც და პროკურორებიც, მაგრამ ამ სისტემების მმართველობაშია ოლიგარქია, რომლის დანგრევაც არის ჩვენი ამოცანა, რომ ღირსეული ადამიანები ემსახურებოდნენ ქვეყანაში", - თქვა ხოშტარიამ.
"დროას" ლიდერმა მსგავსი ბრიფინგები გამართა 10 და 14 ივნისს. პირველ ბრიფინგზე ელენე ხოშტარიამ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ ბიზნესმენებზე ისაუბრა და მათი სანქცირება მოითხოვა.
ასევე ნახეთ ხოშტარია ივანიშვილთან დაკავშირებულ ბიზნესმენებს ასახელებს და მათ სანქცირებას ითხოვს14 ივნისს მან დაასახელა მოსამართლეების ვინაობა, რომელსაც ის ოლიგარქიული მმართველობის ხელშემწყობ პირებად მიიჩნევს და მათი სანქცირებაც ითხოვა.
ასევე ნახეთ ხოშტარია ითხოვს მოსამართლეების სანქცირებას, რადგან, მისი თქმით, ოლიგარქიული მმართველობის საყრდენი არიან17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად შეფასდეს ქვეყნის მიერ შესაბამისი პირობების შესრულება. ევროკომისიის რეკომენდაციებს თან ახლავს სამივე ქვეყნის მიერ შესასრულებელი პირობების ჩამონათვალი. კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ბრიუსელში, 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე მიიღებენ.
ასევე ნახეთ ევროკომისია: საქართველოს პირობები კანდიდატის სტატუსის მისაღებად, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი პირობებითევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 მოთხოვნის შესრულება მოუწევს, მათ შორის ერთ-ერთი დეოლიგარქიზაციას შეეხება.
ასევე ნახეთ ევროკომისიის 12 მოთხოვნა მოკლედ - რა უნდა გააკეთოს საქართველომ, EU-ს კანდიდატის სტატუსის მისაღებადმმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ოლიგარქია არა მათი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, არამედ ტელეკომპანია "ფორმულის" ერთ-ერთი მეწილე დავით კეზერაშვილი და პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. 21 ივნისს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ამ ჩამონათვალს დაამატა "ლელოს" ლიდერები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე.
ასევე ნახეთ სარჯველაძე: პრიმიტიულად ნურავინ იტყვის, რომ რახან ივანიშვილს ფული აქვს, ოლიგარქია ასევე ნახეთ კობახიძის თქმით, დეოლიგარქიზაციისკენ ნაბიჯი სააკაშვილის დაჭერით უკვე გადაიდგა ასევე ნახეთ ღარიბაშვილი: "ქართული ოცნების" და ივანიშვილის დამსახურებაა ევროინტეგრაციის მიღწევებიოლიგარქია, ("ოლიგონ“ — ცოტა და „არქე“ — ძალაუფლება) ბერძნული სიტყვაა და კლასიკური გაგებით, პირთა მცირერიცხოვანი ჯგუფის ძალაუფლებასა და მათ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ბატონობას ნიშნავს. ეს ჯგუფი ძალაუფლებას საკუთარი, ვიწრო ინტერესებისთვის იყენებს. კემბრიჯის ლექსიკონის განმარტებით კი ოლიგარქი უაღრესად მდიდარი და ძალაუფლების მქონე ადამიანია, განსაკუთრებით რუსეთიდან, რომელიც საბჭოთა კავშირის დასასრულის შემდეგ გამდიდრდა.