დიღმელაშვილი: თუ ხელისუფლება დაარღვევს კონსტიტუციას, ხალხს უფლება აქვს, უთხრას რომ არალეგიტიმურია

შოთა დიღმელაშვილი, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი

აქციის, "შინ ევროპისკენ" ერთ-ერთი ორგანიზატორი, სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ლიდერი შოთა დიღმელაშვილი თბილისში, პარლამენტის წინ შეკრებილებს შეახსენებს საქართველოს კონსტიტუციით ნაკისრ ვალდებულებას ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. აქციაზე სიტყვით გამოსვლისას, მან განმარტა, რას ითვალისწინებს კონსტიტუციის შესაბამის მუხლი.

"საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ უზრუნველყოს საქართველოს დაახლოება ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან. ის, რაც გააფუჭა საქართველოს ხელისუფლებამ, გამოასწორა საქართველოს ხალხმა...

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება დაარღვევს კონსტიტუციას და ჩვენ ამის ნიშნებს ვიხილავთ, იმ შემთხვევაში საქართველოს ხალხს ყველა უფლება აქვს, ხელისუფლებას უთხრას, რომ არალეგიტიმურია. ძირს ოლიგარქიული დიქტატურა!" - თქვა დიღმელაშვილმა.

ასევე ნახეთ გიორგი ქადაგიძე: უნდა გადავაგდოთ ოლიგარქია, უნდა შევცვალოთ ხელისუფლება
ასევე ნახეთ ეკა გიგაური: მთავრობას ეშინია ხალხის, ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ მზე ჩრდილოეთიდან არასოდეს ამოვა
ასევე ნახეთ ახლა დროა ვაღიაროთ, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირის ფარგლებშია - მიშელი
ასევე ნახეთ რასა იუკნევიჩიენე: ქვეყანას სჭირდება დეოლიგარქიზაცია. ყველამ კარგად იცის, რომელ ოლიგარქზე არის საუბარი

20 ივნისს სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით საქართველოს პარლამენტის წინ აქცია "შინ ევროპისკენ" ჩატარდა. აქცია "გავრილოვის ღამის" სამი წლისთავზე გაიმართა. მისი მიზანი ევროინტეგრაციის მხარდაჭერაა.

ხალხის სიმრავლის გამო, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. აქციას ათობით ათასი ადამიანი დაესწრო.