სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილია" ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს 20 ივნისს თბილისში ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად დაგეგმილ შეკრებაზე იწვევს. "ევროპის მარში" თბილისში, პარლამენტის წინ, აქციის სახით დაიწყება და ევროპის მოედნისკენ მსვლელობით დასრულდება.
"ჩვენ აღფრთოვანებული ვართ საქართველოს პარტნიორებისა და მეგობრების ფასდაუდებელი შრომით, რომლის მიზანიც ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისკენ წარმართვაა. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ ხართ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის გარანტი და მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენს შეკრებას შეუერთდებით", - ვკითხულობთ განცხადებაში.
აქცია, რომელზეც ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს იწვევენ, 20 ივნისს, 20:00 საათზეა დანიშნული. მანამდე, დღეს, 16 ივნისს, 19:00 საათზე იმავე შინაარსის აქცია იმართება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ორგანიზებით.
ასევე ნახეთ ვინ საით? - ორი აქცია ევროპისთვისსაქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებას 16 ივნისს თბილისში, ევროპის მოედანზე შეკრება, 14 ივნისს ორბელიანის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე შესთავაზა.
"დავინახოთ ერთმანეთი და დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი - ჩვენი ერთობა, ჩვენი ნება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ასევე ნახეთ ზურაბიშვილი საზოგადოებას 16 ივნისს ევროპის მოედნიდან რიყემდე შეკრებას სთავაზობსმან ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებიც მიიწვია აქციაზე.
პრეზიდენტის მიწვევას იღებენ და 16 ივნისს აქციაზე მისვლას აპირებენ: ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, გერმანიის ელჩი ჰუპერტ კნირში და საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი.
ასევე ნახეთ ევროკავშირის ელჩი დღეს ევროპის მოედანზე აქციას დაესწრება ასევე ნახეთ გერმანიის ელჩი ზურაბიშვილის მიწვევას იღებს - ხვალ მეც ევროპის მოედანზე ვიქნები ასევე ნახეთ საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი დაესწრება რიყეზე ევროკავშირის მხარდამჭერ აქციას