პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით 16 ივნისს რიყიდან ევროპის მოედნამდე დაგეგმილ შეკრებას, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერას ისახავს მიზნად, დაესწრება საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი. ცნობა რადიო თავისუფლებას საელჩოში დაუდასტურეს.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის საკითხზე ბრიუსელში გადაწყვეტილების მიღებამდე, სალომე ზურაბიშვილმა აქცია გუშინ, 14 ივნისს, დააანონსა.
პრეზიდენტის მიწვევას იღებს და 16 ივნისს აქციაზე მისვლას აპირებს ასევე გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუპერტ კნირში.
ასევე ნახეთ გერმანიის ელჩი ზურაბიშვილის მიწვევას იღებს - ხვალ მეც ევროპის მოედანზე ვიქნები ასევე ნახეთ ზურაბიშვილის გზავნილები და მისი ადრესატებისაქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 14 ივნისს ორბელიანის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას 16 ივნისს თბილისში ევროპის მოედანზე შეკრება შესთავაზა. "დავინახოთ ერთმანეთი და დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი - ჩვენი ერთობა, ჩვენი ნება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მან ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებიც მიიწვია აქციაზე.
ასევე ნახეთ ზურაბიშვილი საზოგადოებას 16 ივნისს ევროპის მოედნიდან რიყემდე შეკრებას სთავაზობსაქვე პრეზიდენტმა შეკრების გადადებისკენ მოუწოდა 20 ივნისის აქციის ორგანიზატორებს.
ასევე ნახეთ პრეზიდენტი 20 ივნისის აქციის ორგანიზატორებს შეკრების გადადებისკენ მოუწოდებს20 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით აქცია სახელწოდებით "შინ ევროპისკენ" დაიგეგმა.
ამ აქციას შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 13 ივნისს გამართულ მთავრობის სხდომაზე და ორგანიზატორები გააფრთხილა:
"მთავარი ისაა, რომ ახლა, ამ ყოველგვარი ჩავარდნის შემდეგ, როცა ვერც ომში ჩააბეს ქვეყანა, ვერც ვერაფერი გააკეთეს, უნდათ, რომ 20 ივნისს გამართონ აქცია, თითქოს ევროკავშირის რაღაც ინტეგრაციის და სტატუსის მინიჭების მოთხოვნით... მე მინდა ყველა გავაფრთხილო, ვინმეს ილუზია არ ჰქონდეს, ვინმე არ წამოეგოს ამ პროვოკაციას, ჩვენ არცერთ უკანონო ქმედებას არავის არ ვაპატიებთ. ჩვენ, მთავრობა, კანონით მონიჭებული უფლებით და ძალით დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების მშვიდობას და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას", - თქვა ღარიბაშვილმა.
საქართველოს ხელისუფლება 23-24 ივნისს ევროპული საბჭოდან მიიღებს პასუხს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე, რომელიც ქვეყანამ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად შეავსო.