საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ 10-ზე მეტ ევროპარლამენტარს საქართველოში "მეორე ფრონტის" გახსნა სურს. ამის შესახებ მდინარაძემ ჟურნალისტებს უთხრა პარლამენტში, 8 ივნისს ევროპარლამენტში გამართულ დებატებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე პასუხისას.
"ამ დაბრკოლებებს ქმნიან ქვეყნის გარედან “ნაცმოძრაობის” მეგობრები და დავალების მიმცემები. შემთხვევით არ ვამბობ. იმიტომ, რომ არსებობენ ადამიანები, საქართველოს ფარგლებს გარეთაც, რომლებიც მუშაობენ გეგმაზე, რომელიც მეორე ფრონტის გახსნაზე მიდის. ეს არის მათი გენერალური ინტერესი და სამწუხაროდ, ამის განხორციელებაში ჩართულია 10-ზე მეტი ევროპელი კოლეგა...
შემიძლია ყველა დავარწმუნო, რომ, რადაც არ უნდა დაუჯდეს ხელისუფლებას, სულ რომ სუბიექტურად, რომ საქართველოს ხელისუფლებას უმძიმესი შედეგები ჰქონდეს გათვლილი, სუბიექტურად მხოლოდ "ქართულ ოცნებაზე" ვსაუბრობ, ამ პროცესებიდან ის მაინც არ დაუშვებს ომს, დესტაბილიზაციას, განვითარების შეჩერებას და იმ პოლიტიკას გააგრძელებს, რასაც დღეს ვაწარმოებთ", - თქვა მამუკა მდინარაძემ.
ის ევროპარლამენტარებს, რომლებიც გუშინ, 8 ივნისს, საქართველოში მედიაგარემოსთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობდნენ, ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში დაბრკოლებების შექმნაში ადანაშაულებს.
ასევე ნახეთ მდინარაძე ევროპარლამენტში დებატებზე: კატასტროფული სიტუაციის დახატვა საქართველოზე შეტევააევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში გაკეთებული განცხადებების გამო მმართველი პარტია საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გააკრიტიკა.
"არ შეიძლება ამ დროს, როცა ვიცით, რომ სენსიტიური მომენტია, არ ვუფრთხილდებოდეთ იმ განცხადებას, რომელიც ზოგჯერ, შეიძლება ითქვას რაღაც მომენტში, რეაქცია მოხდეს და ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ასეთი თანმიმდევრობით, მე მგონი, ცოტა გაუგებარია", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა "პალიტრანიუსთან" ინტერვიუში 2 ივნისს.
ასევე ნახეთ ზურაბიშვილი: ევროპარლამენტარებზე უმრავლესობისგან დაუფიქრებელი განცხადებები გვესმისგუშინ, 8 ივნისს, ევროპარლამენტში დებატები გაიმართა რეზოლუციის გარშემო, რომლის თემაა საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევები და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევები.
დებატები გახსნა ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა (EPP, ქრისტიან-დემოკრატიული პარტია, სლოვაკეთი), რომელიც რეზოლუციის პროექტის ერთ-ერთი ავტორია. ლექსმანის თქმით, სამწუხაროდ ბოლო წლებში საქართველოში მედიის თავისუფლების სერიოზულ შეზღუდვებს ვამჩნევთ.
„მიმაჩნია, რომ ეს ტენდენციები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სურვილს იცხოვრონ თავისუფალ, დემოკრატიულ და სუვერენულ ქვეყანაში და ჰქონდეთ ევროპული მომავალი. ამიტომ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, სრულად სცეს პატივი საკანონმდებლო ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც გამოხატვისა და მედიის თავისუფლება გარანტირებულია, გაატაროს სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის საჭირო რეფორმები და შეაჩეროს დემოკრატიული უკუსვლის პროცესი", - თქვა მან.
ამ დებატების გამართვამდე ერთი დღით ადრე, 7 ივნისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას წერილით მიმართა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე წერდა, რომ მედიის საკითხზე დისკუსია ყოველთვის მნიშვნელოვანია, თუმცა მიიჩნევს, რომ „ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადის ფართო კონტექსტი ახლა უფრო რელევანტური უნდა იყოს, ვიდრე ყოველდღიურ პოლიტიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი“.
ასევე ნახეთ პაპუაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტს სწერს, რომ ახლა მედიის საკითხის განხილვაზე მნიშვნელოვანი ფართო კონტექსტია
საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს მას ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს.
საქართველო ევროკავშირისგან წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ პასუხს ელოდება.
ასევე ნახეთ
"იმუშავეთ იმავე სტატუსის საქართველოსთვის მინიჭებაზე" - ევროპარლამენტის პოლიტჯგუფების განცხადება უკრაინა-მოლდოვის კანდიდატობას მხარს უჭერს ევროპარლამენტმა მიიღო საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ რეზოლუციაევროპარლამენტარები თბილისისგან ცვლილებებს მოითხოვენ - "შედეგები გადამწყვეტი იქნება საქართველოსთვის ევროპული საშვის მისაღებად"ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი: ბიძინა ივანიშვილი დესტრუქციულ როლს თამაშობს მარკეტა გრეგოროვა საქართველოს მთავრობას: "სტანდარტები უნდა დაიცვათ!" ანა ფოტიგა: მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას