Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარკეტა გრეგოროვა საქართველოს მთავრობას: "სტანდარტები უნდა დაიცვათ!"


მარკეტა გრეგოროვა
მარკეტა გრეგოროვა

ოთხშაბათს ევროპარლამენტში დებატები გაიმართა რეზოლუციის გარშემო, რომლის თემაა საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევები და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევები.

დებატებში გამოსვლისას რეზოლუციის ერთ-ერთმა ავტორმა, ჩეხმა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა:

„ძვირფასო კოლეგებო, საქართველოს მეგობრებო, საქართველოს მოქალაქეებო (თუ გვისმენთ)! საქართველოს მედიაში მძიმე ვითარებაა. ჟურნალისტებზე უპრეცედენტო რაოდენობის თავდასხმები ხორციელდება. სახეზეა ჟურნალისტების დაშინების, მათ მიმართ მუქარის და დევნის შემთხვევები, მედიის თანამშრომელთა და მფლობელთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის ბევრი საქმეა აღძრული. მეტიც, ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ მთავრობა და სხვა პოლიტიკოსები უერთდებიან მედიაში კუდიანებზე ნადირობას, ნაცვლად იმისა, რომ დაიცვან დემოკრატიისა და საზოგადოების საყრდენი. ამიტომ შევახსენებ საქართველოს მთავრობასა და ხელისუფლებას: საქართველოს მოქალაქეები გამოხატავენ თავიანთი ევროპული მისწრაფებების თაობაზე სურვილებს. ეს მოიცავს დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტების დაცვას, კანონის უზენაესობას, სასამართლოს დამოუკიდებლობას და ძირითად თავისუფლებებს, მათ შორის თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას. კანდიდატის სტატუსი არ არის ცალმხრივი გარიგება. ჩვენ გვსურს თქვენი მოქალაქეების სურვილების შესრულება. თქვენ გსურთ? თუ კი, მაშინ სტანდარტები უნდა დაიცვათ!“

ევროპარლამენტი რეზოლუციას 9 ივნისს უყრის კენჭს.

XS
SM
MD
LG