უკრაინის მეზობელი, ნეიტრალური სტატუსით, მთელი ამ ხნის განმავლობაში, სამხედრო თვალსაზრისით პრაქტიკულად არანაირად არ ეხმარებოდა კიევს და რუსეთის გაღიზიანებასაც ერიდებოდა.
25 აპრილს მომხდარ აფეთქებებს, უკვე 27 აპრილს მოჰყვა ცეცხლის გახსნის შესახებ ცნობები მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონის დაბა კალბასნაში, სადაც მასშტაბური სამხედრო საცავი მდებარეობს. ასევე 27 აპრილს აფეთქდა მნიშვნელოვანი ხიდი შავი ზღვის ყურე დნეპრის ლიმანზე, რომელიც ოდესის ოლქის ორ ნაწილს ერთმანეთს აკავშირებდა.
მოლდოვის სეპარატისტული რეგიონი უკრაინისკენ იშვერს თითს, კიშინოვი და კიევი კი პროვოკაციებსა და ქვეყნის ომში ჩართვის გეგმაზე ლაპარაკობენ.
მოლდოვა მიზანში
მოლდოვის არაღიარებული სეპარატისტული რეგიონიდან, რომელსაც რუსეთთან გაერთიანების მიზანი ამოძრავებს, იუწყებიან, რომ გუშინ ღამით ცაზე უპილოტო საფრენი აპარატები შენიშნეს; ხოლო დღეს დილით, 08:45 საათზე - უკრაინის მხრიდან ცეცხლი გაუხსნეს დასახლება კალბასნას, სადაც საბრძოლო მასალების აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით უმსხვილესი საცავი მდებარეობს.
ამ საცავში 22 000 ტონა საბრძოლო მასალა ინახება და მოლდოვის ტერიტორიაზე დისლოცირებული საბჭოთა არმიის დანატოვარია.
მანამდე, 48 საათის განმავლობაში, დნესტრისპირეთის დე ფაქტო ხელისუფლება იტყობინებოდა „ტერორისტული შეტევების“ შესახებ ტირასპოლში - უშიშროების სამინისტროს შენობაზე, სოფელ მაიაკთან - რადიოცენტრზე და სოფელ პარკანის მიმდებარედ - სამხედრო ნაწილზე.
უკრაინაში მიმდინარე სისხლისმღვრელი ომის 61-ე დღიდან, ბევრისთვის მოულოდნელად, რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების რისკების წინაშე აღმოჩნდა მოლდოვა.
26 აპრილს, მოლდოვის პრეზიდენტის მიერ მოწვეულმა უშიშროების საბჭომ გასცა დავალებები ადმინისტრაციული შენობებისა და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის დაცვის გაძლიერების, საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლებისა და დნესტრისპირეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ინტენსიური პატრულირების შესახებ.
ასევე ნახეთ აფეთქებებმა კიშინიოვი „ომში ჩათრევის“ საშიშროებაზე აალაპარაკა ასევე ნახეთ მოლდოვის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვიაყველასათვის ნათელია, რომ მოლდოვის ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტები კარგზე არაფერზე მიანიშნებს.
ექსპერტები ამ ფაქტებს რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის წინაპირობად განიხილავენ. მათი ვარაუდით, რუსეთი ეცდება, რომ საბოლოოდ დაიმორჩილოს მოლდოვა, ხოლო ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი სამხედროები სათავისოდ გამოიყენოს.
- არაღიარებული დნესტრისპირეთის არმია 7500-მდე ჯარისკაცს ითვლის;
- დნესტრისპირეთში განთავსებულია 1500-მდე რუსი ჯარისკაცი. ექსპერტები შიშობენ, რომ სწორედ მათ შეუძლიათ რუსული ტანკების უპრობლემოდ შეყვანა მოლდოვაში.
პოლიტოლოგი ზურაბ ბატიაშვილი ვარაუდობს, რომ ბრძოლების არეალის გაფართოებითა და მოლდოვაში შესვლით, რუსეთი შეეცდება ყურადღების გადატანას წარუმატებლობისგან, რომელსაც ის ახლა უკვე ომის მეორე ფაზის მსვლელობის დროს განიცდის.
ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ, მოლდოვისკენ სვლით, რუსეთს ჩაფიქრებული აქვს შეტევა ოდესაზე და სწორედ ამ მიზნით ააფეთქეს შავი ზღვის ყურე დნეპრის ლიმანზე გადებული ხიდიც. თუმცა ზურაბ ბატიაშვილს, ბევრი სხვა ექსპერტის მსგავსად, არ სჯერა, რომ რუსეთი ამ გეგმის განხორციელებას შეძლებს. "ხომ ვნახეთ, როგორც განახორციელა რუსეთმა თავისი სხვა გეგმები", - გვეუბნება ბატიაშვილი.
დნეპრის ლიმანზე გადებული ხიდი რუსეთის არმიამ 27 აპრილს დაბომბა. ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის სპიკერი, სერგეი ბრატჩუკი „Current Time“-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ხიდი „სრულად დაინგრა“. ეს ხიდი წარმოადგენდა ორიდან ერთ (როგორც სამანქანო, ასევე სარკინიგზო) გზას, რომელიც ოდესის ოლქის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებს ერთმანეთთან აკავშირებს.
უკრაინაში აცხადებენ, რომ ამ ხიდის აფეთქება რუსეთს, დნესტრისპირეთის მოვლენების ფონზე, ოდესის სამხრეთის დასაპყრობად სჭირდება და პროვოკაციებს არავინ უნდა აჰყვეს.
რუსეთის იმპერიული ინტერესი
ის, რაც ახლა ოდესის ოლქსა და მოლდოვის ტერიტორიაზე ხდება, სრულად შეესაბამება გეგმას, რომელიც 22 აპრილს გაახმაურა რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის ჯარების მეთაურის მოადგილემ, გენერალ მაიორმა, რუსტამ მინეკაევმა.
„უკრაინის სამხრეთ ნაწილზე კონტროლი - კიდევ ერთი გასასვლელია დნესტრისპირეთში, სადაც შეინიშნება რუსულენოვანი მოსახლეობის შევიწროების ფაქტები“, - მინეკაევის სიტყვები რუსეთის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა.
დნესტრისპირეთში მომხდარი აფეთქებებისა და სროლების სერიის კომენტირებისას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ განაცხადა, რომ მოსკოვი იმედოვნებს - თავი აარიდოს სიტუაციას, როცა მას მოუწევს ჩაერიოს რეგიონის შიდა პრობლემის მოგვარებაში. BBC-ის ცნობით, მოლდოვაში ეს განცხადება მოსკოვის რეალური განზრახვის აფიშირებად აღიქვეს.
ასევე ნახეთ ნოვოროსიის აღდგენა - რუსეთი უკრაინაში წლების წინ დასახული გეგმით მოქმედებსრუსეთი მოლდოვის ტერიტორიებს, ისევე როგორც უკრაინას, რუსეთის იმპერიის საზომით უდგება და მას რუსეთის იმპერიის გუბერნიის - ნოვოროსიის გაცოცხლებული საზღვრების შემადგენლობაში ხედავს. უკრაინასთან ომში რუსეთი სწორედ ნოვოროსიის კვალს მიჰყვება და ამ ლოგიკით, ადრე თუ გვიან, კრემლი მოლდოვასაც მოადგებოდა.
უკრაინის ხელისუფლებაში 2014 წელს მყოფი პირები აღნიშნავენ, რომ იმ დროს რუსეთი ცდილობდა ოდესის ოლქის სამხრეთ ნაწილში დაეარსებინა ბესარაბიის სახალხო რესპუბლიკა. ბესარაბია კი დღევანდელი მოლდოვაა.
სოციალურ ქსელებში, რუსი მომხმარებლების კომენტარებითაც კარგად ჩანს, რომ იმპერიის უწინდელი მიწების თითოეული გოჯის დაბრუნება რუსეთში სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. შესაბამისად, ექსპერტების აზრით, მოლდოვასთან სამხედრო დაპირისპირებას მოსახლეობის დიდი ნაწილი მოიწონებდა.
აქვს თუ არა რუსეთს სხვა მიზეზებიც?
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მოლდოვა თითქმის სრულ სიჩუმეს ინარჩუნებდა და, ექსპერტების დაკვირვებით, ომს კიშინოვმა მხოლოდ მესამე კვირაში უწოდა ომი.
ამ ხნის მანძილზე, კიევმა კიშინოვი პასიურობისთვის არაერთხელ გააკრიტიკა და უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმაც, რომ მოლდოვის ხელისუფლებამ უარი თქვა ძველი საბჭოთა თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემაზე.
17 აპრილს „უკრაინსკაია პრავდა“ იუწყებოდა, რომ მოლდოვამ უკრაინას უარი ჯერ კიდევ ომის დაწყების პირველ პერიოდში უთხრა МИГ-29-ის ტიპის თვითმფრინავების მიყიდვაზე მიზეზით - „ჩვენ არ გვსურს რუსეთის გაღიზიანება“.
ფაქტია, რომ მოლდოვა რუსეთს არც ნატოში გაწევრიანების სურვილით აღიზიანებს.
ევროკავშირის ასოცირებული მოკავშირე ეს ქვეყანა, კონსტიტუციის თანახმად, სამხედრო ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, თვითმფრინავებზე უარსაც სწორედ ნეიტრალიტეტის პრინციპი ედო საფუძვლად.
ასევე ნახეთ უკრაინის ვიცე-პრემიერმა მოლდოვა გააკრიტიკა არასაკმარისი მხარდაჭერისთვის. მოლდოვის ელჩი ირინა ვერეშჩუკის გამონათქვამებით უკმაყოფილოა
ქმედებებს შორის, რასაც შესაძლოა მოსკოვის ბრაზი გამოეწვია, ექსპერტები ასახელებენ: ბუჩის ტრაგიკული მოვლენების გამო, კიშინოვის მიერ გლოვის დღის გამოცხადებასა და ერთი კვირის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას „გეორგიევსკის ბაფთების“ აკრძალვისა და Z ნიშნების გამოყენებით დემონსტრაციების აკრძალვის შესახებ.
სხვათა შორის, მოლდოვაში რუსეთის მომხრე მოსახლეობის ნაწილი, ბოლო დღეების აფეთქებებს სწორედ კიშინიოვს აბრალებს - არ უნდათ, რომ 9 მაისი აღვნიშნოთ და ყველაფერი ამიტომ ხდებაო.
მოლდოვის დანარჩენი ნაწილისგან განსხვავებით, „ტერორისტული საფრთხის წითელი დონე“ გამოაცხადეს სეპარატისტულ დნესტრისპირეთში, რის გამოც იქ, დიდი ალბათობით, 9 მაისის აღნიშვნას მართლაც ვეღარ შეძლებენ.
თუმცა არავინ იცის, რა შეიძლება მოხდეს 9 მაისამდე დარჩენილ თითქმის 2 კვირაში.
რა გზა აქვს მოლდოვას?
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ალექსი არესტოვიჩი ამბობს, რომ მოლდოვას რეალური საფრთხე ელის და მან დასახმარებლად მონათესავე რუმინეთსა და უკრაინას უნდა მიმართოს.
არესტოვიჩის თქმით, უკრაინას შესწევს ძალა, ძალიან სწრაფად დაამარცხოს დნესტრისპირეთში მყოფი სამხედროები, თუკი კიშინოვი ასეთ ნებას გამოხატავს.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინა კარგად იცნობს დნესტრისპირეთში განლაგებული სამხედრო ძალების შესაძლებლობებს და „უკრაინის შეიარაღებული ძალები მზად არიან და მათი არ ეშინიათ“.
პრეზიდენტი მაია სანდუ ასეთი ნაბიჯის გადადგმას არ ჩქარობს.
ასევე ნახეთ ზელენსკი: დნესტრისპირეთში სიტუაციის დესტაბილიზაციას რუსეთი ცდილობსექსპერტები აღნიშნავენ, რომ, საჭიროების შემთხვევაში, მოლდოვას აუცილებლად დაეხმარება რუმინეთი, რომელიც ყველა დონეზე მფარველობს მას და მოლდოველების დიდ ნაწილს რუმინული პასპორტებიც აქვს.
იმის გამო, რომ რუმინეთი ნატოს წევრი ქვეყანაა, ზურაბ ბატიაშვილის თქმით, მასთან დაპირისპირების შემთხვევაში, შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ ნატოს მე-5 მუხლიც ამოქმედდეს. თუმცა, ექსპერტის ვარაუდით, შესაძლოა, ეს ფაქტორი რუსეთს ხელსაც კი აძლევდეს იმ სურათის შესაქმნელად, რომ „ის მარცხდება ნატოსთან და არა უკრაინასთან“.
ასევე ნახეთ "[დონბასში] სრულიად სხვაგვარი ბრძოლაა" - უკრაინას დასავლეთის საბრძოლო თვითმფრინავები და არტილერია მიეწოდებაბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის პროპაგანდისტული საინფორმაციო საშუალებების სტუმრები ცდილობენ, რუსეთის მოქალაქეების სწორედ იმაში დარწმუნებას, რომ რუსეთს ახლა ნატო ებრძვის და არა უკრაინა. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეს არის პროპაგანდა მოსახლეობაში ფრონტისკენ გასაქცევი ბრძოლის ჟინის გასაჩენად, რაც ამ ეტაპზე არ შეინიშნება.