საფრანგეთის პროკურატურა სწავლობს პრეზიდენტობის კანდიდატის, ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენის სავარაუდო მონაწილეობას ევროკავშირის თანხების ბოროტად გამოყენებაში. ლე პენის შესაძლო, უკანონო მოქმედების შესახებ საუბარია ანგარიშში, რომელიც საფრანგეთის პროკურატურამ მარტში მიიღო ევროკავშირის თაღლითობასთან ბრძოლის სააგენტოსგან.
საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი და მისი რამდენიმე თანაპარტიელი ეჭვმიტანილი არიან ევროპარლამენტისგან მიღებული დაფინანსების გამოყენებაში ეროვნული დონის პოლიტიკური მიზნებისა და პირადი ხარჯისთვის. ანგარიშის თანახმად, 2004-2017 წლებში, როცა ლე პენი ევროპარლამენტის დეპუტატი იყო, მან დაახლოებით 137 ათასი ევრო მიითვისა. მარინ ლე პენი ამას უარყოფს.
ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ჟორდან ბარდელმა რადიოსადგურ "ევროპა 1"-ს განუცხადა, რომ ევროკავშირი ცდილობს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაში ჩაერიოს და ლე პენს ზიანი მიაყენოს, რითაც ფრანგები არ მოტყუვდებიან.
ასევე ნახეთ მარინ ლე პენი ეწინააღმდეგება ევროკავშირის აკრძალვებს რუსეთის ენერგომატარებლების იმპორტზე24 აპრილს საფრანგეთში გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, ლიბერალ ემანუელ მაკრონის და ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენის მონაწილეობით.
ასევე ნახეთ არჩევნებში დამარცხებული კანდიდატების ნაწილი მეორე ტურში მხარს მაკრონს დაუჭერს10 აპრილს ჩატარებულ პირველ ტურში გასამარჯვებლად საჭირო, ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. მაკრონს მხარი დაუჭირა 27%-მა, ხოლო ლე პენს - 24%-მა. ემანუელ მაკრონი და მარინ ლე პენი ერთმანეთს მეორე ტურში დაუპირისპირდნენ წინა, 2017 წლის არჩევნების დროსაც. მაკრონმა ხმების 66%-ით გაიმარჯვა.