"გირჩის" ლიდერი და პარლამენტის წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ საჭიროა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველომ და უკრაინამ ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ. ამის შესახებ მან საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან მიმართა.
"ჩვენი ევროკავშირის ინტეგრაციასთან, ინტეგრაციის ამოცანად ხომ ასევე სამართლიანად უნდა დავინახოთ, რომ ეს არის უკრაინელების მსხვერპლის დამსახურება. ანუ ჩვენ ეს შანსი იმიტომ კი არ მოგვეცა, რომ კარგად ვასრულებდით ევროკავშირის მოთხოვნებს, არამედ იმიტომ მოგვეცა შემთხვევით, რომ ვიღაცა ადამიანები თავის სიცოცხლეს წირავენ და მგონი ამის არდანახვა უხერხულია. ამაში თანამშრომლობა გვჭირდება ჩვენ უკრაინელებთან", - აღნიშნა მეგრელიშვილმა.
ასევე ნახეთ ზურაბიშვილი: მივიღეთ ევროკავშირისგან კითხვარი, რომელსაც არ ველოდით წლებიმან თქვა, რომ ტელეეთერით მოისმინა უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის ინტერვიუ, რომელშიც ის ამბობდა, რომ სჭირდებათ საქართველოსგან რეფორმებთან დაკავშირებით გამოცდილების გაზიარება.
"ეს ადამიანი ამბობდა, რომ ჩვენ გვჭირდება კახა ბენდუქიძეო [საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი] და იმ ადამიანების გამოცდილებაო, რომლებმაც საქართველოში რეალური რეფორმები ჩაატარესო.
თქვენ, როდესაც მუდმივად საუბრობთ, რომ იქ ადამიანები "ნაციონალები" არიან, უბრალოდ მინდა გკითხოთ: რა გამოცდილება უნდა გაიზიარონ ახლა უკრაინელებმა საქართველოსგან, "ქართული ოცნების" მმართველობა აქვთ უკრაინელებს გასაზიარებელი? ევროკავშირთან ურთიერთობას ვგულისხმობ", - თქვა მეგრელიშვილმა.
ასევე ნახეთ მაკა ბოჭორიშვილი: ოპოზიცია აკნინებს იმ წარმატებას, რაზეც დგას ევროკავშირში გაწევრიანება3 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს.
ქვეყნის ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება 2 მარტს მას შემდეგ მიიღო, რაც 28 თებერვალს, მიმდინარე ომის ფონზე, უკრაინამ გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით მოთხოვნა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც.
გუშინ, 11 აპრილს, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად კითხვარი ჩაიბარა. ეს დოკუმენტი ევროკავშირის კომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, გადასცა.