განახლება: მარიუპოლის მერის თანაშემწე, პეტრო ანდრიუშჩენკო, ფეისბუკზე წერს, რომ ცნობა, თითქოს უკრაინის საზღვაო ქვეითთა 36-ე დანაყოფი მარიუპოლისთვის "უკანასკნელი ბრძოლისთვის" ემზადება და ტყვია-წამალი უმთავრდება, გამოქვეყნდა ფეისბუკის ყალბ გვერდზე.
ინფორმაცია მარიუპოლის მცველების განცხადების თაობაზე, რომელსაც ანდრიუშჩენკო ყალბს უწოდებს, საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელდა. სააგენტოები უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ქვეითთა 36-ე დანაყოფის ფეისბუკ განცხადებას ეყრდნობოდნენ, რომელშიც ეწერა, რომ:
"დღეს, ალბათ, უკანასკნელი ბრძოლა იქნება, რადგან ტყვია-წამალი თავდება... ზოგი ჩვენგანისთვის ეს სიკვდილია, ზოგისთვის - ტყვეობა". ცნობაში ასევე ეწერა, რომ მარიუპოლის დამცველები, საზღვაო ქვეითები, რომლებიც პორტს უკვე 47 დღეა იცავდნენ და გააკეთეს "ყველაფერი, შესაძლებელი და შეუძლებელი" ქალაქზე კონტროლის შესანარჩუნებლად, "უკუაგდეს" და "ალყაში მოაქციეს" რუსეთის ძალებმა; "გარშემო ცეცხლი გაგვიხსნეს და ახლა ჩვენს განადგურებას ცდილობენ". "ისინი, ვისაც კიდურები კვლავ შენარჩუნებული აქვს, ბრძოლაში ბრუნდებიან", "ქვეითები დაიღუპნენ და სროლაში ახლა მონაწილეობენ არტილერიის წევრები, ანტისარაკეტო ძალები, რადიოს ოპერატორები, მძღოლები და მზარეულები. ორკესტრიც კი".
საზღვაო ქვეითები, იმ განცხადების მიხედვით, რომლის ნამდვილობას ეჭვქვეშ აყენებს მარიუპოლის მერის თანაშემწის განცხადება, ჩიოდნენ, უკრაინის ლიდერებისგან მხარდაჭერის ნაკლებობაზე. "ჩვენთან აღარავის უნდა კომუნიკაცია, რადგან ჩვენ ჩამოწერილები ვართ".
პარალელურად, რუსეთის სამხედრო ძალების ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მარიუპოლში ბრძოლა კონცენტრირებულია ქალაქის მეტალურგიულ კომბინატთან და პორტთან და ქალაქის ნახევარს ისინი აკონტროლებენ.
ასევე ნახეთ ბრიტანეთი: მარიუპოლში გრძელდება ბრძოლა და რუსეთის საჰაერო დარტყმებიმარიუპოლი ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური ბრძოლის ცენტრია მას შემდეგ, რაც კრემლი 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა, ქალაქი პრაქტიკულად დანგრეულია ბრძოლის შედეგად. 11 აპრილს მარიუპოლის მერმა ასოშეიტედ პრესს უთხრა, რომ ქალაქში მშვიდობიანი მოსახლეობის მსცვერპლმა 10 000-ს გადააჭარბა.
ასევე ნახეთ მარიუპოლი - უკრაინის გული, რომელიც კვლავაც ფეთქავს