რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ლიდერობს პარტია „ნიხას“-ის თავმჯდომარე ალან გაგლოევი.
ცხინვალის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დღეს, 11 აპრილს, გამოქვეყნებული მონაცემებით, ხმების 95%-ის დათვლის შედეგად, გაგლოევს 36.9% აქვს, ხოლო ოკუპირებული რეგიონის მოქმედ, ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს - 33.5%.
გაგლოევმა ჯერ კიდევ გასულ ღამით განაცხადა, რომ პირველი ტურის გამარჯვებულია. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში კიდევ 3 კანდიდატი მონაწილეობდა.
ასევე ნახეთ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის ლიდერი გამარჯვებას აღნიშნავსოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 10 აპრილს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გასამარჯვებლად საჭირო, ხმების 50%-ზე მეტს ვერცერთი კანდიდატი ვერ აგროვებს. წინასწარი ინფორმაციით, გაგლოევის და ბიბილოვის მონაწილეობით, მეორე ტური 24 აპრილს გაიმართება.
ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ემილია გაგიევას ინფორმაციით, კენჭისყრის დღეს საარჩევნო სიებში იყო 39 021 ამომრჩეველი. მათგან ხმა მისცა 28 976-მა, ანუ 74.26%-მა.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება დაგმეს ევროკავშირმა, ნატომ, აშშ-მა და საქართველოს სხვა პარტნიორმა სახელმწიფოებმა.
ასევე ნახეთ ევროკავშირი არ ცნობს ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ასევე ნახეთ აშშ: სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, რასაც ვერ შეცვლის „არჩევნები" ასევე ნახეთ უკრაინა გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ "საპრეზიდენტო არჩევნებს" ასევე ნახეთ ნატო არ აღიარებს ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ "არჩევნებს"ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს ცნობენ მხოლოდ ქვეყნები, რომლებსაც საქართველოს ეს ტერიტორია "დამოუკიდებელ რესპუბლიკად" აქვთ აღიარებული. ეს ქვეყნებია: რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, სირია და ნაურუ.