1 მარტს ძალაში შევიდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულება, რომლის თანახმად, უვიზო რეჟიმი წესდება იმ უცხოელებისთვის, რომლებიც უკრაინის ინტერნაციონალურ ლეგიონს შეუერთდებიან.
უვიზო რეჟიმი იმოქმედებს დროებით, საომარი მდგომარეობის დასრულებამდე.
27 თებერვალს ზელენსკიმ მიმართა იმ მოხალისეებს, რომლებსაც სურთ იბრძოლონ უკრაინის დასაცავად. მან უკრაინის არმიაში ახალი ქვედანაყოფის, უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ინტერნაციონალური ლეგიონის ჩამოყალიბების შესახებ გამოაცხადა, რომელშიც გაწევრიანება შეეძლებათ იმ უცხოელებს, რომელთაც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ სურთ ბრძოლა.
ასევე ნახეთ უკრაინა დახმარებას სთხოვს მოხალისეებს - უკრაინის ჯარში "საერთაშორისო ლეგიონი" იქმნება"ყველა უცხოელს, რომელთაც სურთ რუს ოკუპანტებთან ბრძოლას და მსოფლიო უსაფრთხოების დაცვას შეუერთდნენ, უკრაინის ხელმძღვანელობა სთავაზობს ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლას და ტერიტორიული თავდაცვის ძალების შევსებას. უცხოელებისთვის ყალიბდება ცალკე ქვედანაყოფი – უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ინტერნაციონალური ლეგიონი.
სწორედ ეს იქნება თქვენი გადამწყვეტი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისათვის", – ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაში.
საერთაშორისო ლეგიონში გაწევრიანების მსურველებმა უნდა მიმართონ მათ ქვეყანაში უკრაინის საელჩოს, ინფორმაცია კი გაწევრიანების პირობების შესახებ, საელჩოების ვებსაიტებზე მოიძიონ.
ასევე ნახეთ უკრაინის პრემიერი: იმედია ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და მოხალისეებისთვის გასცემს ფრენის ნებართვას ასევე ნახეთ ზალკალიანი დენის შმიჰალის პოსტზე: ეჭვი მაქვს ამ ტვიტის შექმნაში თვითონ პრემიერი არ უნდა იყოს ჩართულიუკრაინის პრეზიდენტის 2016 წლის განკარგულებით, უცხოელებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სამსახური ნებაყოფლობითი კონტრაქტით შეუძლიათ.
რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).