უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა მოიწვია ე.წ. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელზეც განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა სპეციალური ოპერაცია დაიწყო დონეცკის და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკების მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.
„ამასთან დაკავშირებით ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინმა აღნიშნა, რომ არიან ქვეყნები, რომლებიც შესაძლოა, ამ პროცესში იყვნენ ჩათრეული, ანუ გარეშე ძალები. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ გარეშე ძალებს მიეკუთვნება საქართველოც“, - განაცხადა ბიბილოვმა.
მისი თქმით, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე და ასევე, „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის მოკავშირეობის და ინტეგრაციის ხელშეკრულების“ შესასრულებლად და „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის და მისი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ ქმნის ოპერატიულ შტაბს, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს.
ასევე ნახეთ ბიბილოვის საგანგებო მზადება და მცოცავი ოკუპაციის ბოლო ერთთვიანი აქტივობაბიბილოვის თანახმად, ე.წ. თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების ყველა ქვედანაყოფი და პირადი შემადგენლობა ყაზარმულ მდგომარეობაშია და მზად არიან „რესპუბლიკის ხელმძღვანელობის“ ბრძანებების შესასრულებლად“.
ბიბილოვმა ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს დაავალა კონტრდაზვერვითი საქმიანობის მობილიზება, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო განყოფილებასთან ერთად „საზღვრის და საქართველოსთან მიმდებარე ტერიტორიის მონიტორინგისთვის აუცილებელი ქმედებების“ უზრუნველყოფა და მზადყოფნა „საქართველოს მხრიდან ყველა შესაძლო პროვოკაციაზე რეაგირებისთვის“.
ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილი: უკრაინაში რუსული აგრესიით შოკირებულია ქართველი ერი ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით ასევე ნახეთ დავით ზალკალიანი: მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, მკაცრი პასუხი გასცენ რუსეთს24 თებერვალს, დილით რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა".
ასევე ნახეთ ბჟანია და ბიბილოვი მიესალმებიან ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებასრუსეთის თავდასხმის გამო, უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.