რაც დრო გადის, რუსეთის მიმართ დაწესებული ეკონომიკური სანქციების რაოდენობაც იზრდება და იმ ქვეყნების რიცხვიც, ვინც რუსეთს და ვლადიმირ პუტინს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარების შემდეგ ამ სანქციებით უპასუხებს.
ევროკავშირის სასანქციო სია
22 თებერვალს ევროკავშირმა მიიღო რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების გადაწყვეტილება იმ მოქმედებების წინააღმდეგ, რაც "ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას". სანქციების დაწესებას ევროპის კავშირმა ერთხმად დაუჭირა მხარი.
სანქცია ევროკავშირში გადაადგილების შეზღუდვას და ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული ანგარიშებისა და ქონების გაყინვას მოიცავს,.
სანქცირებულ პირთა სია გრძელია და სფეროების მიხედვით ასე გამოიყურება:
თავდაცვის სფერო:
- სერგეი შოიგუ, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრი.
მას ეკუთვნის საჯარო განცხადებები, რომ ყირიმი რუსეთია. მისი ბრძანებით ჩაატარეს რუსეთის ჯარებმა სამხედრო წვრთნები უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში და განლაგდნენ საზღვარზე. სწორედ ის არის პასუხისმგებელი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებზე.
„ამიტომ ის პასუხისმგებელია იმ ქმედებებზე, რომლებიც ძირს უთხრის და საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, ასევე უკრაინის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას“, - ასეთია ევროკავშირის საბჭოს პოზიცია.
- ანტონ ვაინო, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
ის უშუალოდ მონაწილეობს კრემლის გადაწყვეტილების მიღების პროცესში რუსეთის „უსაფრთხოების საბჭოში“ ყოფნით და რუსეთის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების სფეროში პრეზიდენტის გადაწყვეტილებების შემუშავებაზე ზეგავლენით.
- მარატ ხუსნულინი, რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე მშენებლობისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტში.
ამ თანამდებობაზე ის პასუხისმგებელია რუსეთის სამთავრობო პოლიტიკაზე ოკუპირებული ყირიმში, მათ შორის, ყირიმისა და სევასტოპოლისთვის წყლის მიწოდებაზე.
- დმიტრი გრიგორენკო, რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერი და რუსეთის ფედერაციის მთავრობის აპარატის უფროსი. ის ასევე არის „ვითიბი ბანკის”, სახელმწიფო ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ასოცირდება „ვითიბი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან მაქსიმ რეშეტნიკოვთან.
რუსეთის ფედერაციის ფედერალური საგადასახადო სამსახურის დირექტორის მოადგილის ყოფილ თანამდებობაზე გრიგორენკო პასუხისმგებელი იყო ყირიმის ტერიტორიაზე ახალი ადგილობრივი საგადასახადო კანონმდებლობის შექმნაზე 2014 წელს მისი ანექსიის შემდეგ.
- მაქსიმ რეშეტნიკოვი, რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრი. ის ასევე არის „ვითიბი ბანკის“, სახელმწიფო ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და ასოცირებულია „ვითიბი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან, დიმიტრი გრიგორენკოსთან.
ეკონომიკური განვითარების მინისტრის რანგში მაქსიმ რეშეტნიკოვი პასუხისმგებელია ყირიმსა და სევასტოპოლში ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამებზე. მათ შორის არის ფედერალური სამიზნე პროგრამა „ყირიმის რესპუბლიკისა და სევასტოპოლის სოციალური და ეკონომიკური განვითარება 2022 წლამდე“, რომელიც გაგრძელდა კიდევ სამი წლით. ის საჯაროდ საუბრობს რუსეთის ფედერაციის მთავრობის გეგმებსა და პრიორიტეტებზე ყირიმისა და სევასტოპოლის ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით.
- ადმირალი ნიკოლაი ევმენოვი, რუსეთის ფედერაციის საზღვაო ძალების მთავარსარდალი.
ის პასუხისმგებელია რუსეთის საზღვაო ძალების ნებისმიერ საზღვაო ოპერაციაზე, მათ შორის უკრაინაში, შავ ზღვაზე.
- ვიცე-ადმირალი ვლადიმირ კასატონოვი, რუსეთის ფედერაციის საზღვაო ძალების მთავარსარდლის მოადგილე.
ის პასუხისმგებელია საზღვაო ოპერაციებზე უკრაინაში.
- ადმირალი იგორ ოსიპოვი, შავი ზღვის ფლოტის მეთაური.
ის პასუხისმგებელია ნებისმიერ საზღვაო ოპერაციაზე ან უკრაინაში შავი ზღვის გავლით და შავ ზღვაში ნაოსნობის თავისუფლების შეზღუდვაზე.
- არმიის გენერალი ოლეგ საიუკოვი, რუსეთის სახმელეთო ჯარების მთავარსარდალი.
ის პასუხისმგებელია რუსეთის სახმელეთო ოპერაციებზე უკრაინაში.
- არმიის გენერალი სერგეი სუროვიკინი, რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდალი.
ის პასუხისმგებელია საჰაერო ოპერაციებზე უკრაინაში.
- გენერალ-ლეიტენანტი სერგეი დრონოვი არის რუსეთის ფედერაციის საჰაერო ძალების მეთაური და საჰაერო და კოსმოსური ძალების მთავარსარდლის მოადგილე. ის პასუხისმგებელია საჰაერო ოპერაციებზე უკრაინაში.
ბანკები
- „როსია“;
- “VEB Bank“ ;
- „პრომსვიაზბანკი“.
მიჩნეულია, რომ ბანკი „როსია” რუსეთის ფედერაციის უმაღლესი თანამდებობის პირების „პირადი” ბანკია. ამ ფინანსურ ინსტიტუტს იყენებენ ის ძალაუფლების მქონე პერსონები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ყირიმის ანექსიასა და აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციაზე.
ბანკ „როსიას“ აქვს მნიშვნელოვანი აქციები ეროვნულ მედიაჯგუფში, რომელიც, თავის მხრივ, აკონტროლებს ტელევიზიებს, რომლებიც ამართლებენ რუსეთის მთავრობის პოლიტიკას უკრაინის დესტაბილიზაციის საკითხში. ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ ამ ბანკმა გახსნა ფილიალები ყირიმსა და სევასტოპოლში. ეს ბანკი უჭერს მხარს რკინიგზის მშენებლობას ყირიმის ხიდზე.
ბიზნესი
- ევგენი პრიგოჟინი, ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი, მეტსახელად „კრემლის მზარეული“, ცნობილი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერ“ ჯგუფის მფლობელი. ეს არის რუსეთში დაფუძნებული არაკორპორირებული (არაფორმალური - რ.თ.) სამხედრო სუბიექტი, რომელიც პასუხისმგებელია უკრაინაში „ვაგნერ” ჯგუფის დაქირავებულთა განლაგებაზე.
კომპანია Concord-ი, რომელიც პრიგოჟინმა დააარსა და ფლობდა 2019 წლის ნოემბრამდე და მასთან დაკავშირებული სხვა კომპანიების ჯგუფი, მათ შორის, Concord Management and Consulting LLC და Megaline LLC. ეს ჯგუფი იღებს და ასრულებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებულ დიდ სახელმწიფო კონტრაქტებს, რომლებიც ემსახურება ყირიმის ანექსიას და მხარს უჭერს რუს სეპარატისტებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
- ვიოლეტა პრიგოჟინა, ევგენი პრიგოჟინის დედა.
შპს Concord Management and Consulting-ის მფლობელი, რომელიც ეკუთვნის Concord Group-ს. Concord Group-ი დააარსა მისმა შვილმა, ვიოლეტა პრიგოჟინა ასევე არის მის შვილთან კავშირში მყოფი სხვა კომპანიების მფლობელიც.
- ლიუბოვ პრიგოჟინა, ევგენი პრიგოჟინის ცოლი.
შპს Agat-ის მფლობელი, რომელიც არის შპს Concord Management and Consulting-ის შვილობილი კომპანია, რომელიც ეკუთვნის Concord ჯგუფს.
- დენის ბორტნიკოვი, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ფსბ) დირექტორის, ალექსანდრ ბორტნიკოვის შვილი. „ვითიბი ბანკის” ვიცე-პრეზიდენტი.
- ანდრეი კოსტინი, რუსი ბანკირი და ფინანსისტი, ვნეშტორბანკის (VTB Bank) მმართველი საბჭოს დირექტორი (VTB ბანკი ოპერირებს საქართველოშიც, ბანკის ოფიციალურ ვებსაიტზე მითითებულია, რომ სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარეა სერგეი სტეპანოვი).
ანდრეი კოსტინი არის პოლიტიკური პარტია „ერთიანი რუსეთის“ უმაღლესი საბჭოს წევრი. ცნობილი ყირიმის ანექსიის მხარდამჭერი განცხადებებით. ის მოუწოდებდა რუსეთის მოქალაქეებს ყირიმში დასვენებისკენ. მედიის ცნობით, ის არის ყირიმში ღვინის ქარხნის და მდიდრული სასტუმროს მფლობელი.
- იგორ შუვალოვი, სახელმწიფო განვითარების კორპორაციის VEB.RF-ის თავმჯდომარე. ევრაზიის ეკონომიკური კომისიის საბჭოს წევრი. ყოფილი ვიცე-პრემიერი, რომელიც აქტიურად ხვდებოდა სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლების ლიდერებს სოციალ-ეკონომიკურ სფეროში რუსეთისა და აფხაზეთის თანამშრომლობის საკითხზე, ასევე ხვდებოდა ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის პირველ პირებს.
ასევე ნახეთ დასავლეთის პასუხი გაცილებით მკაცრია, ვიდრე 2008 წელს
მედია
- მარგარიტა სიმონიანი, პროპაგანდისტული ინგლისურენოვანი ტელეარხის, RT-ის მთავარი რედაქტორი.
სამთავრობო პროპაგანდის ცენტრალური ფიგურა. მისი სარედაქციო პოლიტიკა ყირიმის ანექსიისა და დონბასში სეპარატისტების ქმედებების პოზიტიურ ჭრილში წარმოჩენას ემსახურება.
- მარია ზახაროვა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის და პრესის განყოფილების ხელმძღვანელი.
როგორც სამთავრობო პროპაგანდის ცენტრალური ფიგურა, მან ხელი შეუწყო რუსული ძალების განლაგებას უკრაინაში.
- ვლადიმირ სოლოვიოვი, პროპაგანდისტი ჟურნალისტი.
სოლოვიოვი ცნობილია უკრაინის მიმართ უკიდურესად მტრული დამოკიდებულებითა და რუსეთის ხელისუფლების ქებით.
- ინტერნეტის კვლევის სააგენტო, „ტროლების ფაბრიკა“.
- კონსტანტინ კნირიკი, პროპაგანდისტული News Front-ის რუსული ბიუროს ხელმძღვანელი. (ეს ის კნირიკია, რომელიც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ყოფილ დირექტორს, მიხეილ ბენიძეს დებატებში იწვევდა, მიზეზი კი ISFED-ის მიერ News Front-თან დაკავშირებით ჩატარებული კვლევა იყო, რომლის შემდეგაც Facebook-მა სააგენტოს გვერდები წაშალა. კნირიკმა ბენიძეს სოციალურ ქსელ twitter-ის მეშვეობით მიმართა და ISFED-ს „სოროსის გრანტზე გაყიდული ორგანიზაცია“ უწოდა).
ის არის პრორუსი აქტივისტი, რომელიც მართავს MediaGroup News Front Ltd-ს, საინფორმაციო ვებსაიტს, რომელიც რეგისტრირებულია უკანონოდ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე. ის არის რუსეთის პროკრემლისტური პარტია „როდინას“ ყირიმის განყოფილების უფროსი.
- ალექსეი პუშკოვი, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის კომისიის თავმჯდომარე, ტელეშოუ „პოსკრიპტუმის“ წამყვანი. ის არის სენატორი პერმის მხარიდან, მმართველი პოლიტიკური პარტიის „ერთიანი რუსეთის წევრი“. მან რამდენიმე განცხადება გააკეთა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის მხარდასაჭერად და მას უწოდა „შესრულებული ფაქტი“.
(2020 წელს მან ქართველ ჟურნალისტებს „ეგზალტირებული ქალბატონები“ უწოდა, როცა სტრაბურგში სერგეი ლავროვსა და ქართველ რეპორტიორებს შორის მომხდარ ინციდენტს „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ არაერთხელ გამხდარა ქართველი ჟურნალისტების მსხვერპლი. მაშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ ჟურნალისტებს „ავადმყოფები“ უწოდა).
- პიოტრ ტოლსტოი, რუსეთის დუმის და PACE-ს წევრი, ტელეშოუს „ВРЕМЯ ПОКАЖЕТ“ წამყვანი. მას ეკუთვნის სიტყვები, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განაცხადა, სადაც რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების დამტკიცებაზე მსჯელობდნენ: „საქართველომ და უკრაინამ გამოიყენეს ჯარი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ და ადამიანის უფლებების ეს უხეში დარღვევა შეუმჩნეველი დარჩა“. ეს ის ტოლსტოია, რომელიც 2020 წლის 29 იანვარს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-სპიკერად აირჩიეს.
ის არის სამთავრობო პროპაგანდის ცენტრალური ფიგურა, ხშირად იკავებს პოზიციებს ყირიმის ანექსიის სასარგებლოდ.
ამავე სიაშია რუსეთის დუმის 251 დეპუტატი.
ევროკავშირის ფინანსთა მინისტრების მიერ შეთანხმებული დოკუმენტი, 23 თებერვლის დღის ბოლომდე გამოქვეყნდება.
22 თებერვლის გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებში რუსეთის ქმედებებს დაუპირისპირა სანქციები, რომლებიც მოიცავს რუსეთის მთავარი ფინანსური ინსტიტუტების ბლოკირებას.
„სანქციები, რომლებიც დაწესდა ჩვენს პარტნიორებსა და მოკავშირეებთან შეთანხმებულად, დაიწყებს კრემლის ფინანსური ქსელის დემონტაჟის პროცესს და არ მისცემს მას შესაძლებლობას, დააფინანსოს დესტაბილიზაცია უკრაინასა და მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივანმა ჯანეტ ლ. იელენმა.
აი, როგორ გამოიყურება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სასანქციო სია დღეს:
რუსეთის ბლოკირებული მთავარი ფინანსური ინსტიტუტები
- „რუსეთის სახელმწიფო განვითარების კორპორაცია“ (VEB)
- „პრომსვიაზბანკი“ (PSB) და მათი 42 შვილობილი კომპანია.
სწორედ ეს ორი ბანკი ზრუნავს რუსეთის თავდაცვისუნარიანობისა და მისი ეკონომიკის გაძლიერებაზე.
VEB-ი 53 მილიარდი დოლარის აქტივების პორტფელის მფლობელია და შედის რუსეთის ფინანსური ინსტიტუტების პირველ ხუთეულში. სწორედ ის აფინანსებს რუსეთის ეროვნულ ეკონომიკურ განვითარებას, მათ შორის, ფართომასშტაბიან პროექტებს შიდა ინფრასტრუქტურისა და სხვა ინდუსტრიების განვითარების მიზნით.
PSB-ი აფინანსებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და რუსეთის თავდაცვის სექტორს. ის ემსახურება რუსეთის თავდაცვის კონტრაქტების თითქმის 70 პროცენტს.
საგარეო აქტივების კონტროლის სამსახურმა სანქციები დაუწესა ასევე PSB-ის კუთვნილ ხუთ გემს - ამ ეტაპზე ხუთივე დაყადაღებულია.
ესენია:
- Baltic Leader - რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი;
- Linda - რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნედლი ნავთობის ტანკერი;
- Pegas - რუსეთის დროშის მქონე ნედლი ნავთობის ტანკერი;
- Fesco Magadan - რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი საკონტეინერო გემი;
- Fesco Moneron - ასევე რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი საკონტეინერო გემი.
ასევე ნახეთ რუსეთს სანქციებს უწესებენ კანადა და იაპონიაც
სამიზნე - რუსეთის „ელიტები“ და პუტინთან დაახლოებული ოჯახები
ამ ნაწილში აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი წერს, რომ პუტინთან დაახლოებული „ელიტები“, იყენებენ რა რუსეთის პრეზიდენტთან სიახლოვეს, განაგრძობენ რუსული სახელმწიფოს ძარცვას, გამდიდრებას რუსი ხალხის ხარჯზე, ხოლო თავიანთი ოჯახის წევრებს უმაღლეს თანამდებობებზე ნიშნავენ. ოლიგარქები, რომლებიც სანქციების ქვეშ მოხვდნენ, ოჯახის წევრებს იყენებდნენ თავიანთი აქტივების დასავლეთში გადასატანად და დიდი ქონების დასამალად.
ჩამოთვლილია რამდენიმე სახელი, რომელთაც დაუწესდათ მკაცრი სანქციები.
- დენის ბორტნიკოვი – რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ფსბ) დირექტორის, ალექსანდრე ბორტნიკოვის შვილი. ამჟამად დენის ბორტნიკოვი არის რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფინანსური ინსტიტუტის „ვითიბი ბანკის“ საჯარო სააქციო საზოგადოების პრეზიდენტის მოადგილე და ბანკის მართვის საბჭოს თავმჯდომარე.
- პიოტრ ფრადკოვი – რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი დირექტორის, მიხაილ ფრადკოვის შვილი, „პრომსვიაზბანკის“ (PSB) თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი. პიოტრ ფრადკოვი ასევე არის სააქციო საზოგადოების რუსული საექსპორტო ცენტრის გენერალური დირექტორი, რომელიც დღეს დაბლოკილია, როგორც VEB-ის შვილობილი კომპანია.
- ვლადიმერ კირიენკო – რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის, სერგეი კირიენკოს შვილი. „VK Group“-ის (რუსეთის უმსხვილესი სოციალური ქსელის, „ვკონტაქტეს“ მფლობელი კომპანია) აღმასრულებელი დირექტორი. ვლადიმირ კირიენკო (ვლადიმერ კირიენკო), ადრე მუშაობდა ვიცე-პრეზიდენტად რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად კომპანიაში, Rostelecom-ში.
ამ პირების საკუთრებაში არსებული ყველა აქტივი, ქონება, რომელიც არის შეერთებულ შტატებში, ან აშშ-ის პირების მფლობელობაში ან მართვაში, დაბლოკილია.
ასევე ნახეთ ავსტრალია რუსეთისადმი სანქციებს უერთდებასუვერენული ვალის შეზღუდვა
ასევე დაწესდება სანქციები რუსეთის სუვერენულ ვალზე (ქვეყნის საგარეო ვალი), რაც გადაჭრის შემოსავლების წყაროებს რუსეთის მთავრობის ან პრეზიდენტ პუტინის პრიორიტეტების დასაფინანსებლად. მათ შორის იგულისხმება უკრაინაში შემდგომი შეჭრაც.
VEB-ის დაბლოკილი შვილობილი კომპანიების ქონება და ინტერესები:
- Bank BELVEB - ბანკი ბელარუსში;
- VEB Leasing - სალიზინგო კომპანია რუსეთში;
- Prominvestbank - ბანკი, რომელიც მდებარეობს უკრაინაში.
- VEB Capital - ფინანსური კომპანია, რომელიც მდებარეობს რუსეთში;
- შპს VEB Engineering - საინვესტიციო პროექტების განხორციელების სერვისების კომპანია, რომელიც მდებარეობს რუსეთში;
- სს Infraveb - საინვესტიციო პროექტების მხარდამჭერი კომპანია, რომელიც მდებარეობს რუსეთში;
- სს VEB.DV - საინვესტიციო პროექტების მხარდამჭერი კომპანია, რომელიც მდებარეობს რუსეთში;
- VEB Asia Limited - ფინანსური კომპანია, რომელიც მდებარეობს ჰონკონგში;
- LLC Infrastructure Molzhaninovo - ელექტროენერგეტიკული კომპანია, რომელიც მდებარეობს რუსეთში;
- შპს Resort Zolotoe Koltso - უძრავი ქონების და სამშენებლო კომპანია, რომელიც მდებარეობს რუსეთში;
- სს რუსული ექსპორტის ცენტრი - ექსპორტთან დაკავშირებული კომპანია, რომელიც მდებარეობს რუსეთში;
- შპს VEB Ventures - ფინანსური კომპანია, რომელიც მდებარეობს რუსეთში;
- შპს VEB Service - ბიზნესისა და მართვის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც მდებარეობს რუსეთში;
- შპს სპეციალური ორგანიზაცია Project Finance Factory of Project Finance - ფინანსური კომპანია, რომელიც მდებარეობს რუსეთში;
- შპს SIBUGLEMET Group - ქვანახშირის მომპოვებელი კომპანია, რომელიც მდებარეობს რუსეთში;
- JSC ANGSTREM-T - ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც მდებარეობს რუსეთში;
- შპს NM-TEKH - ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც მდებარეობს რუსეთში;
- სს SLAVA - უძრავი ქონების კომპანია, რომელიც მდებარეობს რუსეთში;
- JSC PFC CSKA - სპორტული აქტივობების კომპანია, რომელიც მდებარეობს რუსეთში;
- შპს Torgovy Kvartal-Novosibirsk - უძრავი ქონების სალიზინგო კომპანია, რომელიც მდებარეობს რუსეთში;
- შპს Baikal Center - სამშენებლო კომპანია, რომელიც მდებარეობს რუსეთში;
- შპს პროგოროდი - ინფრასტრუქტურული კომპანია, რომელიც მდებარეობს რუსეთში;
- შპს VEB.RF Asset Management - ფინანსური კომპანია, რომელიც მდებარეობს რუსეთში;
- რუსეთის ექსიმბანკი სს - ექსპორტის მხარდამჭერი ინსტიტუტი, რომელიც მდებარეობს რუსეთში, ისევე როგორც კომერციული ბანკი, რომელსაც არეგულირებს რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკი;
- რუსეთის საექსპორტო კრედიტისა და საინვესტიციო დაზღვევის სააგენტო - სადაზღვევო სააგენტო, რომელიც მდებარეობს რუსეთში.
PSB-ს დაბლოკილი შვილობილი კომპანიების ქონება და ინტერესები:
- Alkes Treid OOO - ფინანსური კომპანია, რომელიც მდებარეობს რუსეთში;
- Antares OOO - ფინანსური კომპანია, რომელიც მდებარეობს რუსეთში;
- Elitnye Doma OOO - უძრავი ქონების კომპანია, რომელიც მდებარეობს რუსეთში;
- PSB Innovations and Investments Limited Liability Company - ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც მდებარეობს რუსეთში.
- Era Fund Limited Liability Company - ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც მდებარეობს რუსეთში;
- PSB-Foreks OOO - ფინანსური კომპანია, რომელიც მდებარეობს რუსეთში;
- Kholtsvud OOO - ფინანსური კომპანია, რომელიც მდებარეობს რუსეთში;
- Kourf OOO - ფინანსური კომპანია, რომელიც მდებარეობს რუსეთში;
- შპს მმართველი კომპანია Promsvyaz - საინვესტიციო კომპანია, რომელიც მდებარეობს რუსეთში;
- Paskal OOO - კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს მენეჯმენტის საკონსულტაციო მომსახურებას რუსეთში;
- PSB Biznes OOO - მასპინძლობის კომპანია, რომელიც მდებარეობს რუსეთში;
- შპს სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო საბანკო კონფერენცია - ფინანსური კომპანია, რომელიც მდებარეობს რუსეთში;
- Sergievo-Posad Lend OOO - ფინანსური კომპანია, რომელიც მდებარეობს რუსეთში;
- PSB Avializing OOO - ფინანსური კომპანია, რომელიც მდებარეობს რუსეთში;
- Tekhnosoft OOO - ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც მდებარეობს რუსეთში;
- Trinitex OOO - უძრავი ქონების კომპანია, რომელიც მდებარეობს რუსეთში;
- PSB Lizing OOO - ფინანსური კომპანია, რომელიც მდებარეობს რუსეთში.
ეს არ არის დასავლეთის მიერ რუსეთისათვის უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციების პირველი შემთხევვა. რუსეთს მსგავსი სანქციები 2014 წელსაც დაუწესეს.
ასევე ნახეთ ევროკავშირი სანქციებს უწესებს რუსეთის დუმის წევრებს, არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლებს