ჯაფარიძე დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს

პარლამენტის მიერ დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ პარტია „ლელო“-ს გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

„ეს არის მიტაცებული სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ეს არ არის გადაწყვეტილება, რომელსაც რაიმე კანონიერი საფუძველი არ გააჩნია. შესაბამისად, შეფასება არის ერთადერთი, ეს არის უკანონო გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ საკონსტიტუციო სასამართლოში.

ჩვენ გავაგრძელებთ სამართლებრივ და პოლიტიკურ ბრძოლას იმისათვის, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს კანონის უზენაესობა, დასრულდეს ოლიგარქიული მმართველობა და სახელმწიფოს მიტაცება“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ პლენარული სხდომის დარბაზის დატოვების შემდეგ.

საქართველოს პარლამენტმა სამ ოპოზიციონერ დეპუტატს - შალვა ნათელაშვილს, ელენე ხოშტარიას და ბადრი ჯაფარიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტა. კენჭისყრა პარლამენტში დღეს, 15 თებერვალს, გაიმართა.

ასევე ნახეთ პარლამენტმა ნათელაშვილს, ხოშტარიას და ჯაფარიძეს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა
ასევე ნახეთ ბადრი ჯაფარიძე: ეს დარბაზი მაქვს აოხრებული ნანახი... მაშინ გადატრიალების დროს შემიწყდა უფლებამოსილება

ბადრი ჯაფარიძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე ტრიბუნიდან ილაპარაკა.

ასევე ნახეთ მდინარაძე ჯაფარიძის საქმეზე: პარლამენტი კვაზი სასამართლოს ფუნქციას ვერ შეასრულებს
ასევე ნახეთ კობახიძე ოპოზიციაზე: ადრე ვეხვეწებოდით პარლამენტში შემოსვლას, ახლა გვეხვეწებიან,  არ გავუშვათ

არასამთავრობო ორგანიზაციები "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" და "სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" მიიჩნევენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის დასუსტებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა. ამ ორგანიზაციების მიერ 10 თებერვალს გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადება ეხებოდა სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს.