"ბასიანის" დამფუძნებელი: მზად ვარ წავიდე ციხეში, ვიდრე უსამართლობას შევეგუო

კლუბ "ბასიანის" დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი უსამართლოს უწოდებს ხელისუფლების იმ დამოკიდებულებას, რომელიც მათი სფეროს მიმართ გამოიჩინეს. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლებას კლუბის ტერიტორიაზე განუცხადა, სადაც შრომის ინსპექციის თანამშრომლები მივიდნენ, რათა შესასვლელები დალუქონ.

ასევე ნახეთ "მტკვარზე", "ხიდის" და "ბასიანის" წარმომადგენლები ამბობენ, რომ კლუბებს ლუქავენ

"ჩვენ გვინდა ამ სივრცეების გახსნა ისე, რომ გვაქვს კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც მინიმუმამდეა დასული საფრთხე... აღარ შემიძლია ადამიანურად, 6 თვის განმავლობაში იმუშაო სახელმწიფოსთან და მათი პასუხი იყოს ეს. ახლა ფიზიკურად არის გადასარჩენი ეს სივრცეები და თავისუფლების აღკვეთადაც რომ დამიჯდეს, მზად ვარ წავიდე ციხეში, ვიდრე უსამართლობას შევეგუო", - თქვა ნაჯა ორაშვილმა.

ასევე ნახეთ კლუბები: ჩვენ არ ვნებდებით და ვაპირებთ ბრძოლას!

2020 წლის მარტიდან, ჯერ კიდევ მაშინ, როცა საქართველოში არ არსებობდა კოვიდრეგულაციები, ღამის კლუბების წარმომადგენლებმა, მომეტებული საფრთხის გამო, საკუთარი სივრცეები სტუმრებისთვის დაკეტეს. 22 თვის გასვლისა და ხელისუფლებასთან კომუნიკაციის შემდეგ კი გაჩნდა მოლოდინი, რომ 2021 წლის მიწურულს ღამის კლუბები გაიხსნებოდა, თუმცა შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ არ მიიღო. 24 დეკემბერს თბილისში არსებულ ღამის კლუბებში დასალუქად შრომის ინსპექციის თანამშრომლები მივიდნენ.

ასევე ნახეთ საკოორდინაციო საბჭომ ღამის კლუბების გახსნის გადაწყვეტილება არ მიიღო