თბილისის საქალაქო სასამართლოში განახლდა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის, ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილისთვის ქონების ჩამორთმევის ფაქტებზე. პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალს სდებს უფლებამოსილების გადამეტებაში.
სასამართლოში წინა სხდომას, რომელიც 29 ნოემბერს ჩატარდა, მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა. დღევანდელ სხდომაში ექსპრეზიდენტი არ მონაწილეობს. მისი ადვოკატები მიზეზად ასახელებენ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
ასევე ნახეთ სააკაშვილი: 7 ნოემბრის აქციას მე ტელევიზორით ვუყურებდი და არავისთვის დირექტივა არ მიმიციათბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ სხდომაზე დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა და საქმეს მტკიცებულებად დაერთო ცენტრ "ემპათია"-ს ექსპერტთა დასკვნა. ბრალდების მხარე წინააღმდეგი იყო იმ მოტივით, რომ დასკვნას სამართლებრივი საფუძველი არ აქვს და არ ეხება კონკრეტულად 7 ნოემბრის საქმეს.
ასევე ნახეთ „პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის წამება" - „ემპათიის" ექსპერტთა ჯგუფი განცხადებას ავრცელებსსაქმეს მტკიცებულების სახით დაერთო სახალხო დამცველის დასკვნაც. ამასთან, სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების კიდევ ერთი შუამდგომლობა და საქმეს მტკიცებულებად არ დაურთო მიხეილ სააკაშვილის შესახებ "ქართული ოცნების" წარმომადგენლების, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. დაპატიმრების დღიდან სააკაშვილს გამოცხადებული ჰქონდა შიმშილობა, რომელიც მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.
2018 წელს, საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.
ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ ერთი საქმე საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით. მიხეილ სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
ასევე ნახეთ სააკაშვილი: რაც შეეხება ლეგენდარულ ბოტოქსს, სიცრუეა, მჭირდებოდა კანზე მკურნალობა ასევე ნახეთ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განმარტა, რა მიზნით იმყოფებოდა ტაილანდში ასევე ნახეთ პროკურორის თქმით, არ დასტურდება ტაილანდში სააკაშვილის ვიზიტის სახელმწიფო მნიშვნელობა2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს პოლიციამ მიხეილ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.
10 დეკემბერს, პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარების ბრალდებით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის მიმართაც.