ბათუმის 2017 წლის მოწვევის საკრებულომ, უფლებამოსილების ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე, ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ამ ახალი ბიუჯეტით მოუწევთ მუშაობა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე არჩეულ დეპუტატებსა და მერს.
2017 წელს არჩეულ საკრებულოში უმრავლესობაში "ქართული ოცნებაა". ეს მოცემულობა ახლა, 2021 წლის არჩევნებით, შეცვლილია.
სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ჩხუბი ჯერ სხდომათა დარბაზში დაიწყო, შემდეგ კი ქუჩაში გადაინაცვლა. პოლიციამ მინიმუმ 5 ადამიანი დააკავა.
ასევე ნახეთ ბათუმში საკრებულოს სხდომის გამართვის მოწინააღმდეგეებს აკავებენსაკრებულოს 26 ნოემბრის სხდომის ჩაშლა სცადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა. სხდომათა დარბაზში მირდატ ქამადაძემ სპეციფიკური სუნის ხსნარი დაღვარა.
ასევე ნახეთ ბათუმის საკრებულოს სხდომა შეწყდაბოლო წლებში არსებული პრაქტიკა იცვლება და საკრებულო ნოემბრის თვეში ცდილობს დაამტკიცოს ბიუჯეტი. ბათუმში წლების მიხედვით ასე მტკიცდებოდა ბიუჯეტი:
- 2022 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა - 2020 წლის 26 ნოემბერს;
- 2021 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა - 2020 წლის 21 დეკემბერს;
- 2020 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა - 2019 წლის 25 დეკემბერს;
- 2019 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა - 2018 წლის 27 დეკემბერს;
- 2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა - 2017 წლის 26 დეკემბერს;
- 2017 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა - 2016 წლის 29 დეკემბერს.
2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ბათუმის 35-წევრიან საკრებულოში ერთპიროვნული უმრავლესობის შესაქმნელად საჭირო ხმები ვერცერთმა პარტიამ მოიპოვა. 16 მანდატი მიიღო "ქართულმა ოცნებამ" და საერთო ჯამში, 19 ოპოზიციამ: "ნაციონალურმა მოძრაობამ" - 15, პარტიამ "საქართველოსთვის" - 3 და "ლელომ" - 1.