სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რუსთავიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კიდევ ერთ ვიდეოს აქვეყნებს. ვიდეომასალას მონტაჟის კვალი ეტყობა და სრულად არ ასახავს სააკაშვილსა და დაწესებულების თანამშრომლებს შორის კონფლიქტს.
გამოქვეყნებული კადრები ასახავს პატიმრის პროტესტს, რომელიც უარს ამბობს საკუთარი ნებით გლდანის სამკურნალო დაწებულებაში შესვლაზე.
"რას ნიშნავს დავმშვიდდე, პუტინის დავალებას ასრულებთ, ივანიშვილის ლეკვო. წამიყვანეთ უკან რუსთავის ციხეში!.. მომისმინეთ კარგად, არცერთ ნაბიჯს არ გადავდგამ ჩემი ფეხით. არცერთ მავთულს არ მივიერთებ ჩემი ნებით, ვერცერთ სამედიცინო პროცედურას ვერ ჩამიტარებთ ჩემი ნებით... თქვენ ხართ უკანასკნელი ნაძირლები, თქვენ არ ხართ ადამიანები. შენ ხარ მკვლელი... მე აქედან ჩემი ფეხით არ ჩამოვალ, წამიყვანეთ უკან რუსთავის ციხეში..." - ამბობს სააკაშვილი.
პენიტენციური სამსახური ამჯერადაც მაღალი საჯარო ინტერესით ხსნის სააკაშვილის ვიდეოს გავრცელებას.
"კადრებში ნათლად ჩანს, როგორ არ ემორჩილება დაწესებულების თანამშრომლების კანონიერ მითითებებს, იქცევა აგრესიულად და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს", - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
11 ნოემბერს გავრცელებული პირველი ვიდეო იუსტიციის მინისტრმა სააკაშვილის გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის კადრები გაავრცელაამ ვიდეომასალის გამოქვეყნებამდე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ "კატეგორიულად მიუღებელია ამგვარი პრაქტიკის გაგრძელება".
"მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ არაერთხელ იქნა გავრცელებული მოწოდება იმის თაობაზე, რომ ყველა უწყება და პირი სიფრთხილით უნდა მოკიდებოდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების საკითხს, ბოლო პერიოდში სისტემატური ხასიათი მიიღო მისი პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების გავრცელებამ საჯარო ინტერესის დაკმაყოფილების მოტივით", - აღნიშნულია განცხადებაში.
დღეს, 11 ნოემბერს გავრცელებულ პირველ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ გადმოჰყავთ სააკაშვილი რეანომობილიდან იძულებით, ძალის გამოყენებით. კადრებში სხვადასხვა დროს 20-მდე ადამიანი ჩნდება, რომელთა სახეებიც დაბლარულია და იდენტიფიცირება შეუძლებელია.
ვიდეომასალა 6-წუთიან პერიოდს მოიცავს, დამონტაჟებულია და 3 წუთამდეა შემოკლებული. მასზე ასახულია სააკაშვილის გადაყვანა რეანომობილიდან პალატაში. მათ შორის, ჩანს ლიფტსა და პალატაში იძულებით შეყვანა - ამ დროს ციხის თანამშრომლებს მისთვის ხელები და ფეხები გაკავებული აქვთ.
სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს, ის ამ დროიდან შიმშილობს. პენიტენციურიმა სამსახურმა მის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივით ის რუსთავიდან გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა.
ასევე ნახეთ იუსტიციის მინისტრი: თუ სააკაშვილი შეწყვეტს შიმშილობას, დავაბრუნებთ რუსთავშისააკაშვილის იქ მიყვანის მომენტიდან პატიმრების საკნებიდან ისმოდა მისი მისამართით შეურაცხმყოფელი გამონათქვამები და გინება.