პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს სპეციალური პენიტენციური სამსახური. როგორც განცხადებაში არის ნათქვამი, ის გადაყვანილია გლდანში, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში.
„ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით", - ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის „ფეისბუკის" გვერდზე.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 4 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი კიდევ ერთხელ შეამოწმა. როგორც განცხადებაში იყო ნათქვამი, 4 ნოემბრის ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა კონსილიუმის ახალ დასკვნებში (2021 წლის 3 ნოემბრისა და 2021 წლის 28 ოქტომბრის) მითითებულ სამედიცინო სტანდარტებთან დაწესებულების შესაბამისობის ხარისხის მონიტორინგი. შემოწმდა, თუ რა ცვლილებები განხორციელდა დაწესებულებაში სახალხო დამცველის რწმუნებულების წინა, 2021 წლის 24 ოქტომბრის ვიზიტის შემდგომ.
სახალხო დამცველის აპარატმა კვლავ მიიჩნია, რომ ციხის სამკურნალო დაწესებულება მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გაცემულ რეკომენდაციებს არ შეესაბამება.
ასევე ნახეთ მე-18 სამკურნალო დაწესებულება სახალხო დამცველის აპარატმა კიდევ ერთხელ შეამოწმამე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის შესახებ ეჭვი თავდაპირველად მისმა დედამ, გიული ალასანიამ გამოთქვა.
ასევე ნახეთ გიული ალასანია ეჭვობს, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გადაიყვანეს ასევე ნახეთ სააკაშვილი: სიკვდილამდე ვაპირებ შიმშილს, რომ წვლილი შევიტანო სამშობლოს გათავისუფლებაში29 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ თქვა, რომ თუ საჭირო გახდებოდა, სააკაშვილს ვერტმფრენით გადაიყვანდნენ.
"ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა ნებისმიერი სცენარისათვის 24 საათის განმავლობაში. მათ შორის, თუ საჭირო გახდება, ჩვენ გამოვიყენებთ ვერტმფრენსაც იმისათვის, რომ განხორციელდეს პატიმრის უსაფრთხო გადაყვანა", - ამბობდა იუსტიციის მინისტრი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სამართალდამცავებმა ქვეყანაში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, 1 ოქტომბერს დააკავეს. მას ორ სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს სასამართლოებმა პატიმრობა შეუფარდეს. სააკაშვილმა დაკავების მომენტიდან შიმშილობა გამოაცხადა. ახლა გასულია 39 დღე.
დღეს, 8 ნოემბერს, მისმა მკურნალმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ თქვა, რომ კონსილიუმის, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით არის შექმნილი, რეკომენდაციაა ექსპრეზიდენტი გადაიყვანონ მრავალპროფილურ კლინიკაში.
ასევე ნახეთ სააკაშვილის მკურნალი ექიმი: კონსილიუმმა ერთხმად გადაწყვიტა, რომ გადასაყვანია კლინიკაში ასევე ნახეთ სააკაშვილი: კადრების გამოქვეყნებით ვერაფერი დამაკლეს, პირიქით, ყველა დარწმუნდა, რომ ვშიმშილობ