საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი "მთავარი არხის" ჟურნალისტს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასმული კითხვის გამო აკრიტიკებს. ქარელში პრემიერს ჰკითხეს, აიღებდა თუ არა პასუხისმგებლობას, თუ მიხეილ სააკაშვილი დაიღუპებოდა.
"მინდა მოგიწოდოთ ყველას, უფრო მეტი სიყვარულით ილაპარაკოთ, მათ შორის თქვენს ბელადზე. როგორ შეიძლება, ცოცხალ კაცზე ასე ლაპარაკობდეთ?! არ შეიძლება ასეთი... აი, ასეთი აგრესია, სიძულვილი უნდა დავასრულოთ 30 ოქტომბერს! როგორ შეიძლება, ასე რომ ლაპარაკობთ - თქვენთვის არის ცუდი, ხალხისთვის არის ცუდი და ჩვენი ქვეყნისთვის...
როგორ შეიძლება, ასეთ ავადმყოფურ შეკითხვაზე გაგცეთ ნორმალური პასუხი, არ ვიცი რა უნდა გიპასუხოთ...
იქ არის აბსოლუტურად ყველა პირობა, რაც არ იყო, ისიც დაამატეს, ყველა საჭირო აპარატურა არის ადგილზე მობილიზებული და, რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში, სრულ მობილიზებას გავუკეთებთ, ექიმების ჩართულობაც იქნება უზრუნველყოფილი და შესაბამისი აპარატურის... დამშვიდდით, პატიმარ სააკაშვილს კარგად ვუპატრონებთ", - თქვა ღარიბაშვილმა.
ასევე ნახეთ რატომ (არა) ციხის საავადმყოფო?საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრიდან, 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. ის ითხოვს ჩაინიშნოს მის საქმეზე სასამართლო, რათა თავისი სიმართლე თქვას. როგორც მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, მისი მდგომარეობა მძიმდება და აუცილებელია მისი ჰოსპიტალიზება. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ თუ გართულდება სააკაშვილის ჯანმრთელობა, მას გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ, მისი მკურნალი ექიმი კი ამბობს, რომ აუცილებელია მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა.
ასევე ნახეთ იუსტიციის მინისტრის თქმით, სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხი არასდროს განხილულა