საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია. სააკაშვილი 20 დღეზე მეტია, შიმშილობს. მისი ექიმის თქმით, მდგომარეობა მძიმდება, ადვოკატები კი ითხოვენ მრავალპროფილიან სამედიცინო დაწესებულებაში მის გადაყვანას, ვინაიდან არსებობს გულის გაჩერების საფრთხე.
პრემიერ-მინისტრი ამ თემაზე საუბრისას ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი არ არის პრივილიგირებული პატიმარი და მას სხვების მსგავსად, ციხის კლინიკაში უმკურნალებენ, თუკი საჭირო გახდება. ღარიბაშვილს ეჭვი ეპარება იმაშიც, რომ შიმშილობის შედეგად სააკაშვილის ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დგას და ამბობს, რომ სააკაშვილი აპირებს "დაიწყოს სიმულიანტობა, თითქოს მისი მდგომარეობა მძიმდება", რომ როგორმე კერძო კლინიკაში გადაიყვანონ, ადვოკატებს კი ეს "მორიგი პროვოკაცია" ჭირდებათ იმისთვის, რომ საავადმყოფოდან მიხეილ სააკაშვილი როგორმე გაათავისუფლონ.
"უნდა შეეგუოს, რომ ის აღარ არის პრეზიდენტი, როცა კანონზე მაღლა იდგა და ჩაგრავდა და აწამებდა ადამიანებს და ამით სიამოვნებას იღებდა. მინისტრმა რატი ბრეგაძემ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ ეს არის გამორიცხული საკითხი, მით უმეტეს, როცა პატიმარი საკუთარი ნებით შიმშილობს, საჭიროების შემთხვევაში, მას სრული კომფორტი აქვს მოწყობილი ციხის საავადმყოფოში და ამაზე პასუხისმგებლობას აიღებს შესაბამისი უწყება, თუ საჭირო იქნება, გადაიყვანენ, ყველა პროცედურას ჩაუტარებენ და ამის შემდეგ ისევ დააბრუნებენ საკანში" - ამბობს პრემიერმინისტრი.
ასევე ნახეთ გვარამია სააკაშვილის ჯანმრთელობაზე: არ უნდა გადავიდეთ ტრაგიკულ ფაზაში, მძიმედ დრამატულ ფაზაში ვართღარიბაშვილის ვერსიით, ექსპრეზიდენტს და მის დამცველებს აქვთ გეგმა, რომლის მიხედვითაც: "30 ოქტომბერს მათი მხარდამჭერების მობილიზება მოხდებოდა და გაიყვანდნენ საავადმყოფოდან მისი მხარდამჭერები, ამომრჩევლები და სააკაშვილს გაათავისუფლებდნენ".
"წარმოიდგინეთ, როგორ ილუზიებში არის კაცი, რომელიც ჩამოვიდა და თავისი ფეხით შევიდა ციხეში.
[...] თუ პატიმარ სააკაშვილს დასჭირდება დამატებითი კვლევების ჩატარება, ყველა პირობაა შექმნილი ციხის საავადმყოფოში. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება და არ გადაიხედება". - თქვა დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა.
ასევე ნახეთ სააკაშვილის მკურნალი ექიმი: მისი მდგომარეობა ნებისმიერ დროს შეიძლება დამძიმდესმიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ხელისუფლების პოზიციას, არ გადაიყვანონ ის მრავალპროფილიან სამედიცინო დაწესებულებაში, პოლიტიკური დევნის გაგრძელებად მიიჩნევენ.
ასევე ნახეთ ექიმის თქმით, სააკაშვილს ციხეში პრაქტიკულად საველე პირობებში ჩაუტარდა გადასხმა