ექიმებმა მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად სოლიდარობის აქცია გამართეს და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდნენ.
9 ოქტომბერს 30-მდე ექიმმა რუსთავის ციხესთან სოლიდარობის აქცია გამართა, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია დაპატიმრებული.
ჯანდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ირაკლი გიორგობიანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ექიმები შეწუხებულნი არიან სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით. "დღეს არის სააკაშვილის შიმშილობის მე-9 დღე. დღეის შემდეგ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდება. ამიტომ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს მისი პოლიტიკური დევნა, წინააღმდეგ შემთხვევაში ქუჩაში 28 ათასს ექიმს გამოვიყვანთ", - ამბობს გიორგობიანი.
აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის პროფესორმა ლევან მეტრეველმა თქვა, რომ სააკაშვილის "უსამართლო" დაპატიმრება ზიანს აყენებს საქართველოს საერთაშორისო პრესტიჟს. სააკაშვილის შიმშილობის გაგრძელების შემთხვევაში კი მას დაეწყება აციტოზი და ცილების ნაკლებობა. ლევან მეტრეველმა ასევე თქვა, რომ თხოვნის მიუხედავად სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას მაინც არ დათანხმდება.
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. მან მაშინვე გამოაცხადა შიმშილობა.
ასევე ნახეთ პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, სააკაშვილი იღებს თაფლს და ნატურალურ წვენს ასევე ნახეთ "შემაშფოთებელია ის არაერთი გარემოება, რომელიც გამოიკვეთა მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით" - ადვოკატი