სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების წინ განთავსებული ე.წ. სისხლიანი ბანერებისთვის გაწეული ხარჯის კანონიერების დასადგენად
აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის შუალედური ანგარიშის თანახმად, „2021 წლის სექტემბერში ქვეყნის მასშტაბით გარე რეკლამისათვის განკუთვნილ ადგილებში განთავსდა პოლიტიკური შინაარსის ბანერები წარწერით: „არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს“. აღნიშნულ ბანერებზე განთავსებული მასალა მიმართულია რამდენიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერისგან თავის შეკავებისკენ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ზემოაღნიშნული ბანერების განთავსების მიზნით გაწეული ხარჯის კანონიერების დასადგენად“.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოითხოვა ინფორმაცია ბანერების განთავსების ადგილების მფლობელი კომპანიისგან ბანერების დამკვეთის, მათი განთავსებისათვის გამოყოფილი ადგილების, ტირაჟის, განთავსების ხანგრძლივობისა და ღირებულების შესახებ.
ასევე ნახეთ ცესკო "სისხლიანი ბანერების" გამოკვრაში სამართალდარღვევას ვერ ხედავს ასევე ნახეთ ნინო დოლიძე: უცნაურია, რომ ცესკომ „სისხლიანი ბანერები“ არ მიიჩნია სააგიტაციო მასალადოპოზიციური პარტიები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განთავსებულ "სისხლიან ბანერებს", რომლებზეც გამოსახულნი არიან: მიხეილ სააკაშვილი, გუბაზ სანიკიძე, ზურაბ ჯაფარიძე, გიგა ბოკერია, გიორგი გახარია, ნიკა გვარამია და ნოდარ მელაძე, "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის ნაწილად მიიჩნევენ, მმართველ პარტიაში კი, აცხადებენ, რომ ბანერები მისი დაკვეთილი არ არის და კერძო პირების ინიციატივაა.
ასევე ნახეთ "ქართული ოცნებისთვის" სისხლიანი ბანერები გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციაა ასევე ნახეთ "ალმა" ემიჯნება იმ პლაკატების შინაარსს, რომელიც მათივე კუთვნილ ბილბორდებზეა გამოკრული