საქართველოს პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვერ აირჩია. დასახელებული ორი კანდიდატიდან ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა - 100 ხმა.
კენჭისყრის შედეგები:
- გიორგი კალანდარიშვილი - 82 - მომხრე, 8 - წინააღმდეგი;
- გიორგი სანტურიანი - 2 - მომხრე, 10 - წინააღმდეგი.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, თავმჯდომარის პოსტზე დასანიშნი კანდიდატებიდან, თუ 2 მცდელობის შემდეგ ვერ იქნება არჩეული თავმჯდომარე, ხმების რაოდენობა შემცირდება და 90 ადამიანის ხმაც საკმარისი იქნება, თუ ამაზეც ვერ მიაღწიეს კონსენსუსს, ამ შემთხვევაში პარლამენტმა შეიძლება გადაწყვეტილება მიიღოს 76 ხმით.
ასევე ნახეთ როგორ უნდა აირჩიონ ცესკოს ახალი თავმჯდომარე? - პროცედურებიცესკოს ყოფილმა თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ თანამდებობა 30 ივნისს დატოვა. ეს თანამდებობა სწორედ ამ დღიდან გახდა ვაკანტური.
ასევე ნახეთ ცესკოს ადმინისტრაცია თამარ ჟვანიას თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობას უხდისკომისიის თავმჯდომარეობის სურვილი სულ 11-მა პირმა გამოთქვა.
ასევე ნახეთ ცესკოს თავმჯდომარეობის შერჩეული და დაწუნებული კანდიდატები