საფრანგეთმა, იტალიამ და გერმანიამ განაცხადეს, რომ დღეიდან განაახლებენ მოსახლეობის აცრას „ასტრაზენეკას“ ვაქცინით. სააგენტო „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ასეთივე გადაწყვეტილება უკვე მიიღეს ესპანეთმა, პორტუგალიამ, ბულგარეთმა და სლოვენიამაც.
დღეს „ასტრაზენეკას“ ვაქცინით საჯაროდ აცრას აპირებს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ჟან კასტექსი.
ევროკავშირის ქვეყნების ნაწილმა ოქსფორდის უნივერსიტეტის და ბრიტანულ-შვედური კონცერნის, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის პროცესი მას შემდეგ შეაჩერა, რაც მილიონობით აცრილი ადამიანიდან რამდენიმე ათეულს თრომბოზი განუვითარდა.
ევროკავშირის ქვეყნები „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენებას დაუბრუდნენ მას შემდეგ, რაც 18 მარტს, ევროკავშირის რეგულატორმა, „ევროპის წამლის სააგენტომ“ კვლევების შედეგად განაცხადა, რომ ვაქცინასა და თრომბს შორის პირდაპირი კავშირი არ არსებობს და „ასტრაზენეკას“ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია.
ასევე ნახეთ EMA-ს ექსპერტთა ჯგუფმა დაასკვნა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა არის უსაფრთხო და ეფექტიანი18 მარტს, დიდი ბრიტანეთის წამლების კონტროლის სააგენტომაც განაცხადა, რომ მეცნიერული ანალიზის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები არ მიუთითებს, რომ თრომბის წარმოქმნის მიზეზი „ასტრაზენეკას“ ვაქცინა იყო.
18 მარტს საქართველოშიც განიხილებოდა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შეჩერების შესაძლებლობა, მას შემდეგ, რაც ახალციხეში ვაქცინირებულ ექთანს წინასწარი შეფასებით, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მას შემდეგ, რაც ევროპულმა სააგენტომ "ასტრაზენეკას" ვაქცინის უსაფრთხოება დაადასტურა, თბილისში, იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტის სხდომაზე მიიღეს ვაქცინაციის გაგრძელების გადაწყვეტილება.
ასევე ნახეთ საქართველოში „ასტრაზენეკით“ ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდებაახალციხის ერთ-ერთი კლინიკის ექთანი ამჟამად თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რენიმაციაში იმყოფება და მისი მდგომარეობა მძიმეა.
საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო "ასტრაზენეკას" ვაქცინით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა აცრა. ოთხი დღის განმავლობაში აცრილთა რიცხვი 3060-ზე ოდნავ მეტია.