შესაძლებელია თუ არა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პროექტი, ”პანორამა-თბილისი”, თბილისის ისტორიული ნაწილისთვის საფრთხეს შეიცავდეს? როგორია საქართველოს კანონმდებლობა ისტორიულ ძეგლებთან დაკავშირებით?
„პანორამა-თბილისი“ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის სამშენებლო პროექტია. პროექტის იდეა თბილისის ისტორიულ ნაწილში ოთხი მრავალფუნქციური კომპლექსის აშენება და მათი ერთმანეთთან საბაგირო გზებით დაკავშირებაა. მას შემდეგ, რაც ეს იდეა 2014 წლის მარტის ბოლოს საზოგადოებას წარუდგინეს, პროექტმა საკმაოდ დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. შვიდ აპრილს ამ თემის განსახილველად თანაინვესტირების ფონდისა და მერიის წარმომადგენლებმა სხდომა გამართეს და არქიტექტორები, ურბანისტები და სხვა დაინტერესებული პირები მოიწვიეს.
პროექტი წარადგინა თანაინვესტირების ფონდის წარმომადგენელმა, ირაკლი ქარსელაძემ:
„საუბარია ოთხ დამოუკიდებელ მრავალფუნქციურ კომპლექსზე, რომლებიც მდებარეობს თავისუფლების მოედანზე, ერეკლე მეორის მოედანზე, სოლოლაკის ბაღებში და სოლოლაკის მაღლობზე. თავისუფლების მოედნიდან საბაგირო გზით კომპლექსი სოლოლაკის მაღლობს უკავშირდება. ანალოგიური კავშირია ერეკლეს მოედნიდან სოლოლაკის ბაღებთან“.
საზოგადოების უკმაყოფილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის ტერიტორიაა, სადაც პროექტის ავტორებს მრავალფუნქციური კომპლექსების აშენება უნდათ. საქმე ისაა, რომ თბილისის ისტორიული ძეგლების უდიდესი ნაწილი სწორედ ამ ადგილებშია თავმოყრილი.
არქიტექტორი ირაკლი ჟვანია ამბობს, რომ თბილისის ამ ნაწილში მშენებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ ქალაქის იერსახე არ დაზიანდება:
„პროექტი „პანორამა“ ერეკლეს მოედანზე ერთ მიტოვებულ მშენებლობას მოიცავს, რომლის მხოლოდ კარკასი დგას; ასევე ცარიელ ადგილს, სადაც შენობები დანგრეულია, და ძველ ფაბრიკას. რა თქმა უნდა, აქ საჭიროცაა გარკვეული მშენებლობა. აქ უნდა გაკეთდეს ისეთი პროექტი, რომელიც შეავსებს ამ ადგილებს, ჩაჯდება ისტორიული განაშენიანების ზონაში, გაითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონს და მოერგება იმ უბანს თავისი მასშტაბით, არქიტექტურითა და ფუნქციებით“.
7 აპრილს გამართულ სხდომაზე თანაინვესტირების ფონდმა კრიტიკა იმის გამოც დაიმსახურა, რომ პროექტის წარდგენისას არაფერი თქმულა კვლევებზე, რომელიც მსგავსი მშენებლობისთვის ნებართვის ასაღებადაა აუცილებელი.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი, სულხან სალაძე, მიუთითებს მთავრობის 57-ე დადგენილებაზე, რომელიც მშენებლობის ნებართვის წესებსა და პირობებს არეგულირებს:
„მშენებლობის ნებართვა სამი ეტაპის გავლის შემთხვევაში გაიცემა. თითოეული ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველი მომდევნო დაკავშირებულია მის წინა ეტაპთან. მეორე საკითხია, როცა მშენებლობა დაკავშირებულია ისეთ ტერიტორიასთან, სადაც მაღალია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კონცენტრაცია და აქ არ არის ერთი ან ორი შენობა. აქ არის საუბარი მთელ ურბანულ მოცემულობაზე და ასეთ შემთხვევაში უფრო მკაცრი რეგულაციები არსებობს“.
სულხან სალაძის თქმით, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია კულტურის სამინისტროს ჩარევა, რათა კულტურული მემკვიდრეობა ხელყოფისგან დაიცვას:
„ხელყოფა, ბუნებრივია, არ ნიშნავს მარტო იმ კონკრეტული ძეგლის დაზიანებას ან დანგრევას. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს ისეთ საკითხებთან, როგორიც არის ხედის დამახინჯება ან ურბანული გარემოს შეცვლა“.
არქიტექტორი ირაკლი ჟვანია ამბობს, რომ „პანორამა-თბილისი“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონს არღვევს:
„ერთ-ერთ პუნქტში მკაფიოდ წერია, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვისა და ისტორიული დაცვის ზონაში დაუშვებელია ტექნიკური და საინჟინრო ნაგებობის გაჩენა. საბაგირო, რა თქმა უნდა, ასეთი ტექნიკური და საინჟინრო ნაგებობაა“.
თანაინვესტირების ფონდის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ პროექტი ქალაქის ისტორიულ ნაწილს არ აზიანებს. 7 აპრილს გამართულ სხდომაზე ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, რომ მათი იდეაა, გააკეთილშობილონ თბილისის ისტორიული ნაწილი და დაეხმარონ ქალაქს:
„ეს არის საშუალება იმისათვის, რომ ტურიზმი განვითარდეს. დედაქალაქის სტუმარი შეძლებს ფიზიკურად მივიდეს ამ კონკრეტულ ადგილთან და შემდეგ უკვე გადაადგილდეს პროექტის ფარგლებში - საუბარია სოლოლაკის ბაღებსა და სოლოლაკის მაღლობზე - იმ საბაგირო გზის საშუალებით“.
ქარსელაძის თქმით, ეს პროექტი ქვეყნისთვის ფინანსურად მომგებიანი იქნება.
ირაკლი ჟვანია ამბობს, რომ საბაგირო გზების მშენებლობას ტურიზმის განვითარებასთან საერთო არაფერი აქვს:
„ტურისტები ყველა ისტორიულ ქალაქში იმისთვის ჩადიან, რომ მის ქუჩებში ფეხით ისეირნონ და თუ კი ტურიზმზეა ლაპარაკი, მაშინ ბევრად უმჯობესი იქნება, ეს თანხები ძველი თბილისის ქუჩების რეაბილიტაციაში დაიხარჯოს“.
იურისტი სულხან სალაძე კი განმარტავს, რომ კანონმდებლობა ისტორიული ძეგლების ეკონომიკური მიზნებისთვის გამოყენებას სულაც არ კრძალავს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური ინტერესები კულტურული მემკვიდრეობის ღირებულებებს ესადაგება და არა პირიქით. მისივე თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ამ მხრივ არასრულყოფილი კანონმდებლობაა:
„სამწუხაროდ, მიუხედავად კანონის მოთხოვნისა, სახელმწიფოს არ აქვს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკის დოკუმენტი და ამგვარი დოკუმენტების არარსებობის პირობებში რაიმე ტიპის სერიოზული ინვესტიციების დონეზე ჩარევა, რომელიც დაკავშირებული იქნება ისეთ ადგილებთან, როგორიცაა სოლოლაკი, ერეკლეს მოედანი ან თავისუფლების მოედანი, ცხადია, ბევრ კითხვას აჩენს, როგორი მოხდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვა შემდგომში“.
„პანორამა-თბილისი“ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის სამშენებლო პროექტია. პროექტის იდეა თბილისის ისტორიულ ნაწილში ოთხი მრავალფუნქციური კომპლექსის აშენება და მათი ერთმანეთთან საბაგირო გზებით დაკავშირებაა. მას შემდეგ, რაც ეს იდეა 2014 წლის მარტის ბოლოს საზოგადოებას წარუდგინეს, პროექტმა საკმაოდ დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. შვიდ აპრილს ამ თემის განსახილველად თანაინვესტირების ფონდისა და მერიის წარმომადგენლებმა სხდომა გამართეს და არქიტექტორები, ურბანისტები და სხვა დაინტერესებული პირები მოიწვიეს.
პროექტი წარადგინა თანაინვესტირების ფონდის წარმომადგენელმა, ირაკლი ქარსელაძემ:
„საუბარია ოთხ დამოუკიდებელ მრავალფუნქციურ კომპლექსზე, რომლებიც მდებარეობს თავისუფლების მოედანზე, ერეკლე მეორის მოედანზე, სოლოლაკის ბაღებში და სოლოლაკის მაღლობზე. თავისუფლების მოედნიდან საბაგირო გზით კომპლექსი სოლოლაკის მაღლობს უკავშირდება. ანალოგიური კავშირია ერეკლეს მოედნიდან სოლოლაკის ბაღებთან“.
საზოგადოების უკმაყოფილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის ტერიტორიაა, სადაც პროექტის ავტორებს მრავალფუნქციური კომპლექსების აშენება უნდათ. საქმე ისაა, რომ თბილისის ისტორიული ძეგლების უდიდესი ნაწილი სწორედ ამ ადგილებშია თავმოყრილი.
არქიტექტორი ირაკლი ჟვანია ამბობს, რომ თბილისის ამ ნაწილში მშენებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ ქალაქის იერსახე არ დაზიანდება:
მშენებლობის ნებართვა სამი ეტაპის გავლის შემთხვევაში გაიცემა. თითოეული ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველი მომდევნო დაკავშირებულია მის წინა ეტაპთან...სულხან სალაძე
„პროექტი „პანორამა“ ერეკლეს მოედანზე ერთ მიტოვებულ მშენებლობას მოიცავს, რომლის მხოლოდ კარკასი დგას; ასევე ცარიელ ადგილს, სადაც შენობები დანგრეულია, და ძველ ფაბრიკას. რა თქმა უნდა, აქ საჭიროცაა გარკვეული მშენებლობა. აქ უნდა გაკეთდეს ისეთი პროექტი, რომელიც შეავსებს ამ ადგილებს, ჩაჯდება ისტორიული განაშენიანების ზონაში, გაითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონს და მოერგება იმ უბანს თავისი მასშტაბით, არქიტექტურითა და ფუნქციებით“.
7 აპრილს გამართულ სხდომაზე თანაინვესტირების ფონდმა კრიტიკა იმის გამოც დაიმსახურა, რომ პროექტის წარდგენისას არაფერი თქმულა კვლევებზე, რომელიც მსგავსი მშენებლობისთვის ნებართვის ასაღებადაა აუცილებელი.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი, სულხან სალაძე, მიუთითებს მთავრობის 57-ე დადგენილებაზე, რომელიც მშენებლობის ნებართვის წესებსა და პირობებს არეგულირებს:
„მშენებლობის ნებართვა სამი ეტაპის გავლის შემთხვევაში გაიცემა. თითოეული ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველი მომდევნო დაკავშირებულია მის წინა ეტაპთან. მეორე საკითხია, როცა მშენებლობა დაკავშირებულია ისეთ ტერიტორიასთან, სადაც მაღალია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კონცენტრაცია და აქ არ არის ერთი ან ორი შენობა. აქ არის საუბარი მთელ ურბანულ მოცემულობაზე და ასეთ შემთხვევაში უფრო მკაცრი რეგულაციები არსებობს“.
სულხან სალაძის თქმით, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია კულტურის სამინისტროს ჩარევა, რათა კულტურული მემკვიდრეობა ხელყოფისგან დაიცვას:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვისა და ისტორიული დაცვის ზონაში დაუშვებელია ტექნიკური და საინჟინრო ნაგებობის გაჩენა. საბაგირო, რა თქმა უნდა, ასეთი ტექნიკური და საინჟინრო ნაგებობაა...ირაკლი ჟვანია