ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ნატოსა და რუსეთს შორის ყველა სახის პრაქტიკული სამოქალაქო და სამხედრო თანამშრომლობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს. ამის თაობაზე ნატო-უკრაინის კომისიის დასრულების შემდეგ გაკეთებულ განცხადებაშია საუბარი. ამასთან, ალიანსი გააგრძელებს მოსკოვთან პოლიტიკურ დიალოგს ნატო-რუსეთის საბჭოს ფარგლებში, ოღონდ მხოლოდ ელჩების დონეზე, მინისტრების ივნისის შეხვედრაზე კი რუსეთთან ურთიერთობა კიდევ ერთხელ შეფასდება.
„რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა აგრესიამ საფრთხის ქვეშ დააყენა ჩვენი ხედვა ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის თაობაზე. მან მთლიანად შეცვალა ევროპის უსაფრთხოების ლანდშაფტი და პირდაპირ ნატოს საზღვრებს დაემუქრა არასტაბილურობით“, - განაცხადა 1 აპრილს ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ალიანსის შტაბბინაში, ბრიუსელში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე.
სამშაბათს გაიმართა ნატო-უკრაინის კომისიის სხდომა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი დეშიცას მონაწილეობით.
თითქმის ორსაათიანი განხილვის შემდეგ გამოქვეყნდა ნატო-უკრაინის კომისიის ერთობლივი განცხადება, რომელშიც დაგმობილია რუსეთის უკანონო სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში და რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფის ფაქტი.
ნატოს მინისტრებმა გაიმეორეს, რომ არ აღიარებენ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და ერთობლივად შეეცდებიან კრიზისიდან ისეთი პოლიტიკური და დიპლომატიური გამოსავლის მოძებნას, რომელიც საერთაშორისო კანონმდებლობასა და უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების პატივისცემას დაეფუძნება.
კერძოდ, ნატო მოუწოდებს რუსეთს საკუთარი სამხედრო ძალები ყირიმში კრიზისის დაწყების დონემდე შეამციროს და დააბრუნოს ისინი საკუთარ ბაზებზე; შეამციროს სამხედრო მოქმედებები უკრაინის საზღვრებზე; გააუქმოს ყირიმის უკანონო და არალეგიტიმური ანექსია; თავი შეიკავოს უკრაინის საქმეებში შემდგომი ჩარევისაგან; რუსეთმა პატივი უნდა სცეს უკრაინის მოსახლეობის, მათ შორის, ყირიმელი თათრების უფლებებს, დაემორჩილოს საერთაშორისო კანონმდებლობას და შეასრულოს მის მიერ ნაკისრი საერთაშირისო ვალდებულებები.
უკრაინის წინაშე აღებული მტკიცე სამოკავშირეო ვალდებულებების ხაზგასასმელად, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ კონკრეტულ ზომებზე, რაც გააძლიერებს უკრაინის შესაძლებლობას გარანტირებულად უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება.
კერძოდ, ნატო-უკრაინის კომისიამ მხარი დაუჭირა უკრაინაში ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მანდატის ამოქმედებას, ნატო და უკრაინა გააძლიერებენ თანამშრომლობას და თავდაცვის რეფორმებს შესაძლებლობათა შექმნისა და გაფართოების პროგრამების გზით. კონკრეტული საუბარი არ არის კიევისათვის სამხედრო დახმარებაზე, განცხადებაში მხოლოდ ისაა აღნიშნული, რომ ალიანსი დამატებითი ექსპერტებით გააძლიერებს ნატოს სამოკავშირეო ოფისს კიევში. ნატოს მინისტრებმა შეაქეს საშიში პროვოკაციის პირისპირ აღმოჩენილი უკრაინის შეიარაღებული ძალები მათ მიერ გამოჩენილი სიმამაცის, დისციპლინისა და თავშეკავებისათვის. ამასთან, ალიანსი მჭიდროდ ითანამშრომლებს უკრაინის გარდამავალ მთავრობასთან, პარლამენტთან და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო სექტორთან შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლის გაძლიერების მიზნით.