ხუთშაბათს, 27 მარტს, ევროპის კომისიამ წარმოადგინა განახლებული ანგარიში, რომელიც ასახავს აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართულ ქვეყნებში დღეისათვის არსებულ ვითარებას.
ანგარიშში აღწერილია როგორც მიღწევები, ისე პრობლემები, რომლებიც აღინიშნება ევროკავშირის ექვს აღმოსავლელ მეზობელ ქვეყანაში - საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდავეთში, უკრაინასა და ბელორუსიაში.
ბრიუსელში რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, ანგარიში ასახავს ყველაზე მნიშვნელოვან ორიენტირებს იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს ევროპის კომისია და როგორ დაიხარჯება მისი აღმოსავლელი და სამხრეთელი მეზობლებისთვის გამოყოფილი 15,4 მილიარდი ევრო მომავალი შვიდი წლის განმავლობაში.
საქართველო
საქართველო იმედოვნებს, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას გააფორმებს არაუგვიანეს ივნისისა.
ახალ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველომ ნაბიჯები გადადგა ევროკავშირის მიერ წარსულში შემუშავებული რეკომენდაციების უმეტესობასთან მიმართებით: მან საპრეზიდენტო არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაატარა; გააგრძელა სასამართლო სისტემის რეფორმა; აქტიურად მონაწილეობდა ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ, ზოგადი თვალსაზრისით, საქართველოში გაუმჯობესდა და უფრო მრავალფეროვანი გახდა მედიაგარემო, თუმცა ნათქვამია, რომ მედია კვლავ პოლიტიკურად პოლარიზებული დარჩა. ასოცირებისა და შეკრების თავისუფლებებთან მიმართებით წარმატებასთან ერთად იყო წარუმატებლობაც - აღინიშნა ისლამოფობიისა და ჰომოფობიის ძალადობრივი შემთხვევები. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველომ შეიმუშავა ახალი შრომის კოდექსი, რომელიც შეესაბამება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებს. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ამ ნაბიჯის გადადგმას ევროკავშირი დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა და რომ მისი სრულად განხორციელების საკითხი კვლავაც პრობლემური რჩება.
რაც შეეხება რეკომენდაციებს, ევროკავშირი თბილისს მოუწოდებს „უზრუნველყოს ძალაუფლების შტოების ადეკვატური განცალკევება და ურთიერთშეკავებისა და გაწონასწორების ბალანსი აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებებს შორის“.
ანგარიში მოიცავს არაერთ რეკომენდაციას სასამართლო სისტემის გაუმჯობესების თაობაზე - მათ შორის, სასამართლოსთვის სრული დამოუკიდებლობის მინიჭებას, იმის უზრუნველყოფას, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა გამჭვირვალედ და პოლიტიკური მოტივაციის გარეშე წარიმართოს და პროკურატურის ნაბიჯები არ იყოს მოტივირებული პოლიტიკური მიკერძოებით.
საჭიროა ასევე მედიის პლურალიზმისა და დამოუკიდებლობის განმტკიცება - ისევე, როგორც მედიის მფლობელთა გამჭვირვალობის შესახებ კანონის დანერგვა.
ბრიუსელი ხაზს უსვამს საჭიროებას საქართველომ გააუმჯობესოს ჩართულობის პოლიტიკა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმართ. ეს უნდა მოხდეს „პრაგმატული ნაბიჯებით და ღია საკომუნიკაციო არხებით და ხელი უნდა შეეწყოს სავაჭრო, საგანმანათლებლო, სამოგზაურო და საინვესტიციო თანამშრომლობას ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ“.
მოლდავეთი
საქართველოს მსგავსად, მოლდავეთიც იმედოვნებს, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ივნისში გააფორმებს. მოლდავეთი აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყნად ითვლება, თუმცა ევროპის კომისია მას მაინც არაერთ რეკომენდაციას აძლევს. მათ შორისაა კორუფციასთან ყველა დონეზე ბრძოლის აუცილებლობა და ნოემბერში დანიშნული საპარლამენტო არჩევნების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისად ჩატარება.
უკრაინა
უკრაინის მონაკვეთში ანგარიში, როგორც მოსალოდნელი იყო, ამჟამინდელ პოლიტიკურ კრიზისს ეხება. ამ კრიზისს გასული წლის ნოემბერში მისცა ბიძგი ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე აწ უკვე გადაყენებული პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის, უარმა. უკრაინაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მიმდინარე წლის 21 მარტს, ახალმა პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა ბრიუსელში მოაწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პოლიტიკურ ნაწილს. უკრაინას გასაფორმებელი რჩება შეთანხმების რამდენიმე თავი, მათ შორის ისინი, რომლებიც ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობას ეხება.
ახალ ანგარიშში ევროკავშირი უკრაინას მოუწოდებს დამოუკიდებლად გამოიძიოს „ძალადობრივი აქტები, რომლებიც ორივე მხარეს იყო სამოქალაქო პროტესტის დროს“. კავშირი მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება ეს გამოძიება ჩატარდეს საერთაშორისო ჯგუფის მეთვალყურეობით, რომელსაც ევროსაბჭო წარადგენს.
ამასთან, ევროკავშირი უკრაინას მოუწოდებს სანდო და თანაბარი საარჩევნო სისტემის შექმნისა და კანდიდატებისთვის მედიის თანაბრად ხელმისაწვდომობის კანონებით უზრუნველყოფისკენ. ხაზგასმულია შერჩევითი სამართლის დაუშვებლობაც.
სომხეთი
სომხეთმა 2013 წლის სექტემბერში უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ინიცირებაზე და ამის ნაცვლად რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ საბაჟო კავშირში გაწევრიანება გადაწყვიტა. ბრიუსელი აცხადებს, რომ კვლავაც აქვს სომხეთთან სამომავლო თანამშრომლობის მტკიცე სურვილი, თუმცა არ აკონკრეტებს, ეს თანამშრომლობა როგორ უნდა წარიმართოს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ სომხეთის მოქალაქეებში კვლავ მაღალია უნდობლობა სასამართლო სისტემის მიმართ, ქვეყანას არ აქვს დამაჯერებელი წარმატება კორუფციასთან ბრძოლის საქმეში, მათ შორის, პოლიციასა და სასამართლოში. ბრიუსელი სომხეთს მოუწოდებს ითანამშრომლოს და დაიცვას სამოქალაქო საზოგადოება და უფლებადამცველები.
აზერბაიჯანი
ბაქო ევროკავშირთან მოლაპარაკებას აწარმოებს ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაზე იმგვარად, რომ სავაჭრო კომპონენტი გათვალისწინებული არ იქნება. ამასთან, ბაქოს ხელმოწერილი აქვს სავიზო რეჟიმის შემსუბუქების შესახებ შეთანხმება. თუმცა, ანგარიშის თანახმად, აზერბაიჯანში, დემოკრატიული მმართველობისა და ადამიანის უფლებების სფეროში რეფორმის თვალსაზრისით, „ძალიან მცირედი პროგრესი აღინიშნა“. ამასთან, ბრიუსელი მწვავედ აკრიტიკებს აზერბაიჯანში ახლახან ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს და ამბობს, რომ ის მნიშვნელოვანი პრობლემებით ჩატარდა - მათ შორის, გამოხატვის, შეკრებისა და ასოცირების თავისუფლებების შეზღუდვით. ანგარიშის თანახმად, აზერბაიჯანში წინასაარჩევნო კლიმატი მოიცავდა ზეწოლას ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე.
ბელორუსია
ევროკავშირსა და ბელორუსიას შორის ურთიერთობა კვლავ რთული რჩება. ამ ეტაპზე ბელორუსიის 232 მოქალაქეს აქვს დაწესებული ევროკავშირის სანქციები - აქტივების გაყინვა და ვიზების აკრძალვა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ დახმარება, რომელსაც ევროკავშირი მინსკს უწევს, შეზღუდულია და კონცენტრაციას ახდენს „მოსახლეობის საჭიროებებისა და დემოკრატიზაციის პროცესის პირდაპირ და ირიბ მხარდაჭერაზე“.
ევროკავშირი აღნიშნავს, რომ ბელორუსიაში შარშანაც გაგრძელდა ზოგადი რეპრესიული პოლიტიკა, რომელიც მოიცავს პოლიტპატიმრებს, ზეწოლას სამოქალაქო საზოგადოების წევრებზე და მოქალაქეების უფლებების სხვა ფორმებით დარღვევას.
თუმცა ბრიუსელი იმასაც აღნიშნავს, რომ ბელორუსიის მხრიდან საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობაში პოზიტიური მოვლენებიც იყო კონკრეტულ სფეროებში - კერძოდ, სიკვდილით დასჯისა და უმაღლესი განათლების საკითხებთან მიმართებით.