ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომამდე რამდენიმე საათით ადრე, გაიმართა საქართველოს პრეზიდენტისა და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრა, რომლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა და ანდერს ფოგ რასმუსენმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ნატოს გენერალურმა მდივანმა, ერთი მხრივ, შეაქო საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიული რეფორმების გატარებისა და ქვეყანაში მიმდინარე პროგრესისათვის, მეორე მხრივ კი იქვე შეახსენა დამსწრეთ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების შესახებაც, რომელიც, რასმუსენის თქმით, დემოკრატიის მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება.
საქართველოს აქტიური მონაწილეობა ავღანეთში მიმდინარე უსაფრთხოების მხარდამჭერ საერთაშორისო ოპერაციაში, ქვეყანაში გატარებული რეფორმები, ნატოს ჩიკაგოს სამიტი და საპარლამენტო არჩევნები, როგორც დემოკრატიის განმსაზღვრელი ტესტი - ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რომლის შესახებაც ანდერს ფოგ რასმუსენმა 3 აპრილს ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად ისაუბრა. ალიანსთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის მოდელი - ასე დაახასიათა მან საქართველო ჟურნალისტებთან საუბრისას.
თუმცა მანამდე, როგორც ნატოს წარმომადგენლების სხვა არაერთი ოფიციალური თუ არაოფიციალური გამოსვლებისას, ანდერს ფოგ რასმუსენმაც 3 აპრილის პრესკონფერენცია ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში ქართველების წვლილზე საუბრით დაიწყო და საქართველო, როგორც ნატოს განსაკუთრებული პარტნიორი სახელმწიფო, ისე მოიხსენია:
”თქვენი სამხედროები უმნიშვნელოვანეს სამსახურს ეწევიან. ისინი ნატოს ჯარების მხარდამხარ იბრძვიან. სამწუხაროდ, რამდენიმე მათგანი ავღანეთში დაიღუპა და მე ამ მსხვერპლის წინაშე ქედს ვიხრი”, - ამბობს ანდერს ფოგ რასმუსენი.
როგორც ანდერს ფოგ რასმუსენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს აქტიური ჩართულობა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ცხადყოფს საქართველოს მონდომებას, რომელიც რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის დამყარებისკენ არის მიმართული. მიუხედავად არსებული საფრთხისა, საქართველო კვლავაც მზად არის გაზარდოს ქართული ქვედანაყოფის რაოდენობა ნატოს სარდლობით მიმდინარე ავღანეთის უსაფრთხოების მხარდამჭერ ოპერაციაში, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე და იქვე დაამატა:
„ვიცით, რომ არსებობს რისკი, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ეს გვაახლოებს ალიანსთან და ეხმაურება საქართველოს ისტორიას, რომელიც ყოველთვის იყო ცივილიზებული დიდი დასავლეთის - ამ შემთხვევაში დემოკრატიული დიდი თანამეგობრობის - შემადგენელი ნაწილი.“
რა თქმა უნდა, პრესკონფერენციის მსვლელობისას ყურადღების მიღმა არც ამჯერად დარჩენილა 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება. ალიანსი კიდევ ერთხელ გამოხატავს მტკიცე პოზიციას იმის თაობაზე, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა, თუმცა კონკრეტულ თარიღებზე საუბარი, რა თქმა უნდა, არც 3 აპრილს ყოფილა. პირობა კვლავაც პირობად რჩება:
”საქართველო ისწრაფის ალიანსში გაწევრიანებისაკენ. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს მისწრაფებას. 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე შევთანხმდით, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა და ეს გადაწყვეტილება კვლავაც მტკიცეა.”
რას უნდა ელოდეს საქართველო მაისში ნატოს ჩიკაგოს სამიტისგან? როგორც ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, თუ რა კონკრეტულ საკითხებზე გამახვილდება ყურადღება ნატოს ჩიკაგოს სამიტზე, თუმცა ამბობს, რომ იქ ნატო-საქართველოს ურთიერთობის სამი მიმართულება იქნება ხაზგასმული: პირველი - საქართველო, როგორც ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი ავღანეთის უსაფრთხოების ოპერაციაში, მეორე - საქართველო, როგორც მთავარი მონაწილე ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობაში, და მესამე - საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა, ქვეყანა, რომელიც მიილტვის ნატოს წევრობისაკენ. აქვე გეტყვით, რომ, წინასწარი ინფორმაციით, ნატოს ჩიკაგოს სამიტი არ იქნება „გაფართოების სამიტი“ და ბალკანეთის ქვეყნები და საქართველო არ მიიღებენ ალიანსის ოფიციალურ მოსაწვევს, თუმცა, ასე ვთქვათ, ქვეყნების გასამხნევებლად, აშშ-ის კონგრესში მომზადდა ორი საკანონმდებლო აქტი, რომლის ავტორებიც მოუწოდებენ პრეზიდენტ ბარაკ ობამას, მაისის ჩიკაგოს სამიტზე „მკაფიო გზამკვლევი შესთავაზოს“ ბალკანეთის ქვეყნებსა და საქართველოს.
შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები ის საკითხია, რომელსაც ნატოს გენერალური მდივანი დემოკრატიის ტესტად მოიხსენიებს. სხვათა შორის, ანდერს ფოგ რასმუსენმა ჯერ კიდევ გასულ წელს უწოდა მოახლოებულ არჩევნებს ლაკმუსის ქაღალდი. მიუხედავად გატარებული რეფორმებისა, ანდერს ფოგ რასმუსენის შეფასებით, საქართველოს, როგორც ნატოს წევრობის გზაზე მდგარ სახელმწიფოს, ერთ-ერთი მთავარი ტესტი შემოდგომაზე აქვს ჩასაბარებელი:
”ეს არჩევნები იქნება მნიშვნელოვანი ტესტი საქართველოს დემოკრატიისათვის და იქნება კარგი მაჩვენებელი იმისა, თუ რა შედეგებს მიაღწიეთ ამ მიმართულებით. მე ვიცი, რომ ალიანსი ამ არჩევნებს ყურადღებით დააკვირდება”,- ამბობს ნატოს გენერალური მდივანი.
შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საუბრის ერთ-ერთ თემადაც იქცა. საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი მეთვალყურეები - ასეთია მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება საერთაშორისო საზოგადოებისათვის:
”ჩვენ მოვუწოდებთ ევროსაბჭოს, ევროპარლამენტს, ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს გამოგზავნონ საქართველოში არჩევნების არა მხოლოდ მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიანი მეთვალყურეები, ჩაატარონ საზოგადოებრივი გამოკითხვები, მონიტორინგი გაუწიონ ქართულ მედიასივრცეს, შეისწავლონ პოლიტიკურ პარტიათა დაფინანსების მექანიზმი, რათა გამოჩნდეს, რომ საქართველოში არა მხოლოდ არჩევნების დღე, არამედ მთლიანი პროცესი გამჭვირვალეა”, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
გეტყვით, რომ ნატოს გენერალური მდივნისა და საქართველოს პრეზიდენტის პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის მორიგი სხდომა დაიწყო. 2008 წელს შექმნილი კომისია წარმოადგენს ნატო-საქართველოს პოლიტიკური კონსულტაციების ფორუმსა და პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმს, რომლის მიზანიცაა დაეხმაროს საქართველოს ალიანსში გასაწევრიანებლად. კომისია ხელს უწყობს ნატო-საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგისა და ყველა შესაბამის დონეზე თანამშრომლობის გაღრმავებას.

ვიცით, რომ არსებობს რისკი, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ეს გვაახლოებს ალიანსთან და ეხმაურება საქართველოს ისტორიას ...მიხეილ სააკაშვილი

ეს არჩევნები იქნება მნიშვნელოვანი ტესტი საქართველოს დემოკრატიისათვის და იქნება კარგი მაჩვენებელი იმისა, თუ რა შედეგებს მიაღწიეთ ამ მიმართულებით ...ანდერს ფოგ რასმუსენი
რას უნდა ელოდეს საქართველო მაისში ნატოს ჩიკაგოს სამიტისგან? როგორც ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, თუ რა კონკრეტულ საკითხებზე გამახვილდება ყურადღება ნატოს ჩიკაგოს სამიტზე, თუმცა ამბობს, რომ იქ ნატო-საქართველოს ურთიერთობის სამი მიმართულება იქნება ხაზგასმული: პირველი - საქართველო, როგორც ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი ავღანეთის უსაფრთხოების ოპერაციაში, მეორე - საქართველო, როგორც მთავარი მონაწილე ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობაში, და მესამე - საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა, ქვეყანა, რომელიც მიილტვის ნატოს წევრობისაკენ. აქვე გეტყვით, რომ, წინასწარი ინფორმაციით, ნატოს ჩიკაგოს სამიტი არ იქნება „გაფართოების სამიტი“ და ბალკანეთის ქვეყნები და საქართველო არ მიიღებენ ალიანსის ოფიციალურ მოსაწვევს, თუმცა, ასე ვთქვათ, ქვეყნების გასამხნევებლად, აშშ-ის კონგრესში მომზადდა ორი საკანონმდებლო აქტი, რომლის ავტორებიც მოუწოდებენ პრეზიდენტ ბარაკ ობამას, მაისის ჩიკაგოს სამიტზე „მკაფიო გზამკვლევი შესთავაზოს“ ბალკანეთის ქვეყნებსა და საქართველოს.
შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები ის საკითხია, რომელსაც ნატოს გენერალური მდივანი დემოკრატიის ტესტად მოიხსენიებს. სხვათა შორის, ანდერს ფოგ რასმუსენმა ჯერ კიდევ გასულ წელს უწოდა მოახლოებულ არჩევნებს ლაკმუსის ქაღალდი. მიუხედავად გატარებული რეფორმებისა, ანდერს ფოგ რასმუსენის შეფასებით, საქართველოს, როგორც ნატოს წევრობის გზაზე მდგარ სახელმწიფოს, ერთ-ერთი მთავარი ტესტი შემოდგომაზე აქვს ჩასაბარებელი:
ჩვენ მოვუწოდებთ ევროსაბჭოს, ევროპარლამენტს, ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს გამოგზავნონ საქართველოში არჩევნების არა მხოლოდ მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიანი მეთვალყურეები ...მიხეილ სააკაშვილი