”ეს შენ გეხება”- ამ სახელწოდებით 13 თებერვალს სამოქალაქო საზოგადოება იწყებს კამპანიას, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლისა და კონკურენტუნარიანი, ამომრჩევლისათვის მისაღები წინასაარჩევნო გარემოს ჩამოყალიბების მიზნით. კამპანია ორი ძირითადი მიმართულებით წარიმართება- კანონმდებლობის ხარვეზებისა და მისგან მომდინარე საფრთხეების შესახებ ფართო საზოგადოების ინფორმირება და საკანონმდებლო პაკეტის პარლამენტში ინიცირება, საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის აღძვრა და სხვ. სამოქალაქო საზოგადოების სამიზნეა ”პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში, ასევე საარჩევნო და სისხლის სამართლის კოდექსებში 2011 წლის დეკემბრის ბოლოს შეტანილი ცვლილებები.
ეს ცვლილებები ზღუდავს სამოქალაქო აქტივობას, საკუთრების უფლებას, გამოხატვისა და პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლებას და აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას - ასე ჩამოყალიბდა პირველი პუნქტი პეტიციისა, რომელიც საქართველოს არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების სახელით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელდა. ამავე პეტიციის თანახმად, 2011 წლის დეკემბერში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები მძიმე და გაუმართლებელ პასუხისმგებლობას აკისრებს ამომრჩეველს, განუსაზღვრელ და არაკონსტიტუციურ უფლებამოსილებებს ანიჭებს პარტიების დაფინანსების მთავარ მაკონტროლებელს, კონტროლის პალატას, და სერიოზულ საფრთხეებს უქმნის როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის მედიას, ისე თითოეულ მოქალაქეს.
” არა, არ გაგვიგია ამ კანონის შესახებ და იქნებს გაგვარკვიოთ? არ ვიცოდი, ნამდვილად პირველად გავიგე.“
” მეც პირველად გავიგე ამ კანონის შესახებ, იმიტომ რომ პოლიტიკაში ვერ ვერკვევი და, სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს.”
ჩვენ მიერ შემთხვევით გამოკითხული მოქალაქეების უმრავლესობამ საკანონმდებლო ცვლილებების, კერძოდ, ”პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონის შესახებ არაფერი იცის. უმცირესობას კი სმენია, მაგრამ არა აქვს გაგებული, როგორ ზღუდავს კანონმდებლობა მის სამოქალაქო უფლებებსა და გამოხატვის თავისუფლებას. არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” პროგრამის დირექტორის ნინა ხატისკაცის განმარტებით, მაგალითად, არაადეკვატურად დიდია საფრთხე იმისა, რომ მოქალაქეს კონკრეტული საჩუქრის ან დაპირების მიღებისას, თუნდაც მოთხოვნისას ძალზე მკაცრი სასჯელი დაუწესდეს:
”დღეს არსებული ჩანაწერით, თუ ადამიანი მიიღებს, ვთქვათ, ამა თუ იმ პარტიის სახელით მისული მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქარს, ამგვარი ტიპის საჩუქარი შეიძლება გახდეს ამ მოქალაქის პასუხისმგებლობის საკითხის გამომწვევი და მას აღეკვეთოს თავისუფლება სამი წლის ვადამდე.”
ასეთი მაგალითების მოყვანა, ნინა ხატისკაცის თქმით, მრავლად შეიძლება. იგი ვარაუდობს, რომ კანონი შესაძლოა ყველა კონკრეტულ შემთხვევაში და ყველას წინააღმდეგ არ იყოს გამოყენებული, მაგრამ იგი მაინც შეასრულებს მისიას, ცუდი გაგებით. კერძოდ, სამოქალაქო სექტორში მიიჩნევენ, რომ კანონის ბუნდოვანება და ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობა ადამიანების დაშინებას გამოიწვევს.
”პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის”, ასევე სისხლის სამართლისა და საარჩევნო კოდექსების ცვლილებების თანახმად, შემოღებულია ”პარტიასთან კავშირში მყოფი” ფიზიკური და იურიდიული პირების ცნება. ამ პირებზე კი შეზღუდვებისა და რეგულაციების იგივე რეჟიმი ვრცელდება, რაც თავად პარტიებზე. პარტიასთან კავშირში მყოფი პირის დეფინიცია ისეთი ფართოა, რომ პარტიასა და მოქალაქეს ან იურიდიულ პირს შორის კავშირის თითქმის ნებისმიერ შემთხვევაში დადგენის საშუალებას იძლევა. კანონი ასევე ზღუდავს ფიზიკური პირების მიერ აზრის გამოთქმის უფლებას, მაშინ როდესაც თანამდებობის პირებზე აგიტაციის განხორციელებისას მინიმალური შეზღუდვები ვრცელდება. კანონი ”ამომრჩევლის მოსყიდვისთვის” სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მოქალაქეებსაც უწესებს და სხვ.
გასული წლის ბოლოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების ხარვეზებზე რეაგირების ადეკვატურად, სამოქალაქო საზოგადოების კამპანია ”ეს შენ გეხება”, საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებისა და საკონსტიტუციო სარჩელის შეტანის გარდა, გულისხმობს ასევე საინფორმაციო საშუალებების კანონიდან გამომდინარე საფრთხეების თემაზე კონცენტრირებას. რეგიონალური მედიის ასოციაციის თავმჯდომარე ია მამალაძე ამბობს:
” ასევე ჩვენ ვგეგმავთ პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვებას, თუმცა ფორმატზე მიმდინარეობს მოლაპარაკება. და ეს არ იქნება მარტო ენჯეო სექტორის ან მედიის წარმომადგენლების ხელმოწერა. გვინდა, რომ მოქალაქეები იყვნენ ძალიან მობილურები და ბევრმა მოქალაქემ მიიღოს მონაწილეობა. დაგეგმილია ასევე პატარ-პატარა აქციები ყოველდღიურად და გვინდა ასევე, რომ შევხვდეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და საელჩოების წარმომადგენლებს.”
ახალი საარჩევნო კანონმდებლობა ქმნის არადემოკრატიულ საარჩევნო გარემოს, არაკონსტიტუციურია, ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს და, ამავდროულად, ეხება თითოეულ ორგანიზაციასა და ადამიანს. ამიტომ იგი უნდა შეიცვალოს - ამ პათოსით საარჩევნო თემატიკაზე მომუშავე და სამოქალაქო კამპანიის ინიციატორმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა - ”სამართლიანმა არჩევნებმა”, ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” და ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” -პრაქტიკულად უკვე დაასრულეს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე მუშაობა. პაკეტი პარლამენტის კანცელარიას 15 თებერვალს ჩაბარდება. ამავე დღეს საკანონმდებლო ორგანოს წინ საპროტესტო აქცია გაიმართება.
” ჩახედული იმდენად არ ვარ. რა გითხრათ. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, საქართველოს ყველა მოქალაქე აუცილებლად უნდა იყოს საქმის კურსში. თუ ბუნდოვანია და ცუდია, უნდა შეიცვალოს, რა თქმა უნდა.”
ასეთია კიდევ ერთი მოსაზრება მოქალაქისა, რომელმაც პრაქტიკულად არაფერი იცის ”პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონის შემზღუდავ რეგულაციებზე. ასეთი ადამიანები, როგორც უკვე ვთქვით, უმრავლესობაში არიან. სამოქალაქო კამპანია ”ეს შენ გეხება” იმედოვნებს, რომ შეძლებს ბალანსი შეცვალოს.
ეს ცვლილებები ზღუდავს სამოქალაქო აქტივობას, საკუთრების უფლებას, გამოხატვისა და პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლებას და აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას - ასე ჩამოყალიბდა პირველი პუნქტი პეტიციისა, რომელიც საქართველოს არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების სახელით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელდა. ამავე პეტიციის თანახმად, 2011 წლის დეკემბერში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები მძიმე და გაუმართლებელ პასუხისმგებლობას აკისრებს ამომრჩეველს, განუსაზღვრელ და არაკონსტიტუციურ უფლებამოსილებებს ანიჭებს პარტიების დაფინანსების მთავარ მაკონტროლებელს, კონტროლის პალატას, და სერიოზულ საფრთხეებს უქმნის როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის მედიას, ისე თითოეულ მოქალაქეს.
თუ ადამიანი მიიღებს, ვთქვათ, ამა თუ იმ პარტიის სახელით მისული მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქარს, ამგვარი ტიპის საჩუქარი შეიძლება გახდეს ამ მოქალაქის პასუხისმგებლობის საკითხის გამომწვევი ...
” მეც პირველად გავიგე ამ კანონის შესახებ, იმიტომ რომ პოლიტიკაში ვერ ვერკვევი და, სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს.”
ჩვენ მიერ შემთხვევით გამოკითხული მოქალაქეების უმრავლესობამ საკანონმდებლო ცვლილებების, კერძოდ, ”პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონის შესახებ არაფერი იცის. უმცირესობას კი სმენია, მაგრამ არა აქვს გაგებული, როგორ ზღუდავს კანონმდებლობა მის სამოქალაქო უფლებებსა და გამოხატვის თავისუფლებას. არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” პროგრამის დირექტორის ნინა ხატისკაცის განმარტებით, მაგალითად, არაადეკვატურად დიდია საფრთხე იმისა, რომ მოქალაქეს კონკრეტული საჩუქრის ან დაპირების მიღებისას, თუნდაც მოთხოვნისას ძალზე მკაცრი სასჯელი დაუწესდეს:
”დღეს არსებული ჩანაწერით, თუ ადამიანი მიიღებს, ვთქვათ, ამა თუ იმ პარტიის სახელით მისული მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქარს, ამგვარი ტიპის საჩუქარი შეიძლება გახდეს ამ მოქალაქის პასუხისმგებლობის საკითხის გამომწვევი და მას აღეკვეთოს თავისუფლება სამი წლის ვადამდე.”
ასეთი მაგალითების მოყვანა, ნინა ხატისკაცის თქმით, მრავლად შეიძლება. იგი ვარაუდობს, რომ კანონი შესაძლოა ყველა კონკრეტულ შემთხვევაში და ყველას წინააღმდეგ არ იყოს გამოყენებული, მაგრამ იგი მაინც შეასრულებს მისიას, ცუდი გაგებით. კერძოდ, სამოქალაქო სექტორში მიიჩნევენ, რომ კანონის ბუნდოვანება და ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობა ადამიანების დაშინებას გამოიწვევს.
გვინდა, რომ მოქალაქეები იყვნენ ძალიან მობილურები და ბევრმა მოქალაქემ მიიღოს მონაწილეობა ...