სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვადიმ ბროვცევმა ბოლო პერიოდში ათამდე საკადრო ცვლილება განახორციელა. როგორც ექსპერტები აცხადებენ, ბროვცევი მთავრობიდან ექს-პრეზიდენტ კოკოითის კადრებს უხმაუროდ და უმტკივნეულოდ იცილებს. ახალ პოსტებზე შეთავაზებას ოპოზიციის წარმომადგენლებიც იღებენ. ორიოდე დღის წინ ბროვცევმა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ჯემალ ჯიკაევი, სოციალურ საკითხებში სახელმწიფო მრჩევლად დანიშნა. ანალიტიკოსების აზრით, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა თანამდებობების შეთავაზებით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების შესრულება დაიწყო. ამ მოსაზრებას არ ეთანხმება თავად ჯემალ ჯიკაევი. მისი თქმით, შეთანხმება ოპოზიციის წარმომადგენლის ვიცე-პრემიერის პოსტზე დანიშვნას ითვალისწინებდა. ჩვენს რადიოსთან საუბარში ჯემალ ჯიკაევი აცხადებს, რომ შეთავაზება პირადად ბროვცევისგან მიიღო და მას პრობლემატური საკითხების მოგვარებაში დახმარება სთხოვა. ჯიკაევის აზრით, ახლა ყველაზე დიდ პრობლემას ცხინვალელებისთვის გზებისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხი წარმოადგენს.
ჯემალ ჯიკაევის შესახებ ის არის ცნობილი, რომ იგი გარკვეული დროის განმავლობაში დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრად მუშაობდა. მისი მინისტრობის დროს ქართველ და ოს ექიმებს შორის საუკეთესო ურთიერთობები ჩამოყალიბდა. ეს ის პერიოდია, როცა ქართველი ექიმები ოს კოლეგებთან ცხინვალში დაუბრკოლებლად ახერხებდნენ ჩასვლას. ჯიკაევი თავისუფლად ფლობს ქართულ ენას. მისი ინიციატივით არაერთ ოს ავადმყოფს გაეწია დახმარება თბილისის საავადმყოფოებში. ცხინვალში ისევ ახსოვთ ვიზიტი ფრიდონ თოდუასი, რომელმაც ადგილობრივ საავადმყოფოს სპეციალური აპარატურა გადასცა. აგვისტოს ომის შემდეგ, ქართველ კოლეგებთან ურთიერთობის გამო, ჯიკაევი პროქართულ პოლიტიკოსად გამოაცხადეს და თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი ოპოზიციაში წავიდა და კოკოითის ხელისუფლებას ღიად დაუპირისპირდა.
ბროვცევის მთავრობაში ჯიკაევის დაბრუნება ოპოზიციის რიგებში არაერთგვაროვნად შეფასდა. ზოგიერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ ბროვცევი არა მარტო კოკოითის კადრებს იშორებს, არამედ ოპოზიციასაც ასუსტებს. ეგრეთ წოდებული პრეზიდენტობის ექს-კანდიდატი ვადიმ ცხოვრებოვი მიიჩნევს, რომ ჯიკაევის გადაბირებით არსებობს რისკი, რომ ოპოზიცია საპროტესტოდ განწყობილი ელექტორატის ხმებს დაკარგავს. ის ფიქრობს, რომ ჯიკაევმა ხელისუფლებაში წასვლით უარი თქვა ოპოზიციონერობაზე.
ექსპერტების აზრით, თუ ვადიმ ბროვცევმა მთავრობაში ოპოზიციის ლიდერების დასაქმება გააგრძელა, ამით მართლა დაასუსტებს ოპოზიციურ ფლანგს, რადგან გაზაფხულზე ამომრჩეველს გაუჭირდება იმის განსაზღვრა, ვინ ოპოზიციაა და ვინ ხელისუფლება. გარდა ამისა, ბროვცევის ყველა გადაწყვეტილება კრემლთან არის შეთანხმებული და მისი საკადრო ცვლილებები ოპოზიციის ერთობაში განხეთქილების გამოწვევას და, შესაბამისად, ალა ჯიოევას დასუსტებას ემსახურება.