გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, სადაც დაგმობილია ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები სირიაში, ირანსა და ჩრდილოეთ კორეაში. სირიასთან დაკავშირებულ რეზოლუციას მხარი 133 სახელმწიფომ დაუჭირა. მოწინააღმდეგე 11 ქვეყანა იყო. 43-მა - თავი შეიკავა. გაეროს ცნობით, სირიაში კონფლიქტის დაწყებიდან დაიღუპა 5 ათასი მშვიდობიანი მოსახლე.