3 მაისს ბრიუსელში გამართულ საგანგებო სხდომაზე დაფუძნდა „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეა (Euronest Parliamentary Assembly), რომელიც ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის საპარლამენტო კომპონენტს წარმოადგენს. რა მიზნებს ისახავს ”ევრონესტი” და რას მოუტანს ის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართულ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს?
თუკი გავითვალისწინებთ, რომ „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის შექმნის იდეა მომდინარეობს ევროპარლამენტის მიერ ჯერ კიდევ 2007 წელს მიღებული გადაწყვეტილებიდან, ხოლო აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამას 2008 წელს ჩაეყარა საფუძველი, ადვილად მივხვდებით, რომ ”ევრონესტის” დაარსება არც ისე იოლი იყო და მას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა.
დამფუძნებელი აქტი გვატყობინებს, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის მრავალმხრივი აღმასრულებელი სტრუქტურის შექმნა უნდა დასრულებულიყო საპარლამენტო ასამბლეის დაარსებით, რომლის უფლებამოსილებაც საკმაოდ ფართოა. მაგალითად, მან უნდა მოისმინოს აღმასრულებელი ორგანოს ანგარიშები და დაწვრილებით შეაფასოს მისი საქმიანობა. საპარლამენტო ასამბლეა ასევე უფლებამოსილია, მაგალითად, მოამზადოს რეკომენდაციები აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის სამიტებისთვის, კონფერენციებისა თუ სხვადასხვა ინსტიტუტისთვის, რომელიც მუშაობს პარტნიორობის გაღრმავების მიმართულებით. აქვეა მიზანი, რომელიც გულისხმობს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კანონმდებლობის მოყვანას ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში.
„ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის დაფუძნებას მეტად მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში სალომე სამადაშვილი:
”ეს ასამბლეა საკმაოდ ძლიერი მოთამაშე იქნება ისეთ საკითხებში, როგორიც არის, ვთქვათ, არჩევნები, არჩევნების მომზადება, არჩევნების მონიტორინგი და სხვა საკითხები... თუმცა კომიტეტები შეიქმნა ყველა სხვა მიმართულებით. მაგალითად, დაარსდა კომიტეტი, რომელიც იმუშავებს ეკონომიკის საკითხებზე, ან კომიტეტი, რომლის მუშაობაც მიეძღვნება კულტურის საკითხებს... შესაბამისად, საპარლამენტო ასამბლეა მოიცავს პოლიტიკის ყველა მიმართულებას...”
როგორც სალომე სამადაშვილმა ჩვენს რადიოსთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, ახალი საპარლამენტო ასამბლეა იქნება ”მძლავრი მექანიზმი” იმისთვის, რომ რეგიონის ქვეყნებმა შეძლონ საკუთარი ინტერესების დაცვა და გატარება ევროპარლამენტში.
„ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაში წარმოდგენილი იქნებიან დეპუტატები ევროპარლამენტიდან და იმ ქვეყანათა პარლამენტებიდან, რომლებიც ერთიანდებიან აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში. ვინაიდან ამ ეტაპზე ევროკავშირის სანქციების გამო ბელორუსია თამაშგარე მდგომარეობაშია, ”ევრონესტის” დამფუძნებელ აქტს 3 მაისს ამ ქვეყნის გარეშე მოეწერა ხელი. ევროპარლამენტის წარმომადგენლის გარდა, დოკუმენტს ხელი მოაწერეს 5 ქვეყნის წარმომადგენლებმა. ესენია: საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, მოლდავეთი და უკრაინა.
სალომე სამადაშვილის ინფორმაციით, სხვა ქვეყანათა წარმომადგენლების მსგავსად, ქართველი დეპუტატები უკვე გადანაწილდნენ სხვადასხვა სამუშაო ჯგუფსა თუ კომიტეტში. მაგალითად, პოლიტიკურ კომიტეტში იმუშავებენ: ლაშა თორდია, გიორგი ახვლედიანი და ჩიორა თაქთაქიშვილი, რომელიც, იმავდროულად, კომიტეტის თანათავმჯდომარის პოსტსაც დაიკავებს. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას ”ევრონესტში” უხელმძღვანელებს დეპუტატი დავით დარჩიაშვილი.
”ევრონესტს” საპარლამენტო ურთიერთობათა გაღრმავებისათვის მნიშვნელოვან ფორუმად განიხილავს ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი, მით უმეტეს, როცა, მისი დაკვირვებით, ”არც ისე სწრაფია” აღმოსავლეთის პარტნიორობის განვითარების დინამიკა:
”აი, ასეთი პოლიტიკური ფორუმი, სადაც იქნება განხილული მხოლოდ პროგრამაში ჩართული ქვეყნების ევროკავშირთან ურთიერთობების საკითხები საპარლამენტო დონეზე, ვფიქრობ, საკმაოდ შეუწყობს ხელს პროცესის წინსვლას აღმოსავლეთის პარტნიორობის განვითარების კუთხით...”
თუკი, კახა გოგოლაშვილის დაკვირვებით, აღმოსავლეთის პარტნიორობის განვითარება სწრაფი ტემპებით არ გამოირჩევა, პროცესს მეტად აქტიურსა და ნაყოფიერს უწოდებს საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში სალომე სამადაშვილი. ის იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში დაიწყება მოლაპარაკებები ევროკავშირსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების თაობაზე. გავიხსენოთ, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში საქართველომ უკვე აამოქმედა ევროკავშირთან გაფორმებული შეთანხმებები სავიზო რეჟიმის გამარტივებასა და რეადმისიასთან დაკავშირებით. ასევე დაწყებულია მოლაპარაკებები ასოცირების შესახებ ხელშეკრულების გარშემო.
თუკი გავითვალისწინებთ, რომ „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის შექმნის იდეა მომდინარეობს ევროპარლამენტის მიერ ჯერ კიდევ 2007 წელს მიღებული გადაწყვეტილებიდან, ხოლო აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამას 2008 წელს ჩაეყარა საფუძველი, ადვილად მივხვდებით, რომ ”ევრონესტის” დაარსება არც ისე იოლი იყო და მას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა.
ეს ასამბლეა საკმაოდ ძლიერი მოთამაშე იქნება ისეთ საკითხებში, როგორიც არის, ვთქვათ, არჩევნები, არჩევნების მომზადება, არჩევნების მონიტორინგი და სხვა საკითხები...
დამფუძნებელი აქტი გვატყობინებს, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის მრავალმხრივი აღმასრულებელი სტრუქტურის შექმნა უნდა დასრულებულიყო საპარლამენტო ასამბლეის დაარსებით, რომლის უფლებამოსილებაც საკმაოდ ფართოა. მაგალითად, მან უნდა მოისმინოს აღმასრულებელი ორგანოს ანგარიშები და დაწვრილებით შეაფასოს მისი საქმიანობა. საპარლამენტო ასამბლეა ასევე უფლებამოსილია, მაგალითად, მოამზადოს რეკომენდაციები აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის სამიტებისთვის, კონფერენციებისა თუ სხვადასხვა ინსტიტუტისთვის, რომელიც მუშაობს პარტნიორობის გაღრმავების მიმართულებით. აქვეა მიზანი, რომელიც გულისხმობს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კანონმდებლობის მოყვანას ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში.
„ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის დაფუძნებას მეტად მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში სალომე სამადაშვილი:
”ეს ასამბლეა საკმაოდ ძლიერი მოთამაშე იქნება ისეთ საკითხებში, როგორიც არის, ვთქვათ, არჩევნები, არჩევნების მომზადება, არჩევნების მონიტორინგი და სხვა საკითხები... თუმცა კომიტეტები შეიქმნა ყველა სხვა მიმართულებით. მაგალითად, დაარსდა კომიტეტი, რომელიც იმუშავებს ეკონომიკის საკითხებზე, ან კომიტეტი, რომლის მუშაობაც მიეძღვნება კულტურის საკითხებს... შესაბამისად, საპარლამენტო ასამბლეა მოიცავს პოლიტიკის ყველა მიმართულებას...”
როგორც სალომე სამადაშვილმა ჩვენს რადიოსთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, ახალი საპარლამენტო ასამბლეა იქნება ”მძლავრი მექანიზმი” იმისთვის, რომ რეგიონის ქვეყნებმა შეძლონ საკუთარი ინტერესების დაცვა და გატარება ევროპარლამენტში.
„ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაში წარმოდგენილი იქნებიან დეპუტატები ევროპარლამენტიდან და იმ ქვეყანათა პარლამენტებიდან, რომლებიც ერთიანდებიან აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში. ვინაიდან ამ ეტაპზე ევროკავშირის სანქციების გამო ბელორუსია თამაშგარე მდგომარეობაშია, ”ევრონესტის” დამფუძნებელ აქტს 3 მაისს ამ ქვეყნის გარეშე მოეწერა ხელი. ევროპარლამენტის წარმომადგენლის გარდა, დოკუმენტს ხელი მოაწერეს 5 ქვეყნის წარმომადგენლებმა. ესენია: საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, მოლდავეთი და უკრაინა.
ვფიქრობ, საკმაოდ შეუწყობს ხელს პროცესის წინსვლას აღმოსავლეთის პარტნიორობის განვითარების კუთხით...