რა იმედით წავიდა დღეს საზოგადოება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, რა ცვლილებებს ელის ის 30 მაისის არჩევნებისგან? საკუთარი ხმა დღეს, რიგით ამომრჩევლებსა და თბილისის მერობის კანდიდატებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტმაც დააფიქსირა.
მთაწმინდის საარჩევნო ოლქის მეთხუთმეტე საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩეველი ზუსტად 8 საათზე გამოცხადდა, თუმცა მხოლოდ მას არ გაუღვიძია 30 მაისის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დილაადრიან. საარჩევნო უბანთან 9-ის 5 წუთზე უკვე გრძელი რიგი დგას.
ამომრჩევლებს ანბანის მიხედვით იძახებენ. ახლა იმათი ჯერია, ვისი გვარიც ასო სანის შემდეგ იწყება, ამიტომ რიგში მდგომ ბიჭებს ანბანის გახსენება უწევთ. როგორც მთაწმინდის მეთხუთმეტე საარჩევნო უბნის ერთ-ერთი დამკვირვებელი, მანანა ჭიჭინაძე, ამბობს, არჩევნები ექსცესების გარეშე მიმდინარეობს:
”ჯერჯერობით ჩვენს უბანზე სიმშვიდეა, არანაირი დარღვევები არ დაფიქსირებულა.”
77 წლის ვახტანგ თოდრია ის ერთ-ერთი ამომრჩეველია, რომელიც საარჩევნო უბანზე ზუსტად 8 საათზე გამოცხადდა და ახლა თავის რიგს ელოდება - ამბობს, რომ უკვე იმ ასაკშია, როდესაც ძილისთვის დრო აღარ ემეტება და ამიტომ ადრიანად იღვიძებს:
”ჩემი მოვალეობაა ვიყო მოქალაქე, ყველა თავისი ატრიბუტით, და შევასრულო ის ვალი, რომელიც არის საუკეთესოს არჩევა, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ვიაროთ წინ და წინ”, - ამბობს ვახტანგ თოდრია.
ვახტანგ თოდრიასგან განსხვავებით, ჟანა ქურცაძე წელს პირველად იღებს არჩევნებში მონაწილეობას. როგორც ის ამბობს, კარგად აქვს გათვითცნობიერებული საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი და თვლის, რომ არჩევნებში მონაწილეობა ყველა ასაკის ადამიანისათვის განსაკუთრებულად საპასუხისმგებლო საქმეა:
”დილიდანვე დავაფიქსირე ჩემი ხმა. მართალია, ძალიან ბევრი რამე გაკეთდა, მაგრამ ეს არჩევნები აჩვენებს, რომ კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი.”
ის, ვინც ამომრჩეველს უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში კიდევ ბევრი რამის გაკეთებას ჰპირდებოდა, საარჩევნო უბანზე 12-ის 25 წუთზე გამოცხადდა. თბილისის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა ამბობს, რომ არჩევნებში მხოლოდ გამარჯვებისათვის იბრძვის, თუმცა მას არც დამარცხების აღიარება გაუჭირდება:
”მინდა ყველა მონაწილე სუბიექტს მადლობა გადავუხადო, რადგან ნამდვილად საქმიანი და მრავალმხრივი კამპანია იყო. ყველა კანდიდატი ცდილობდა საკუთარი ხედვა შეეთავაზებინა თბილისელებისათვის და ეს მაძლევს რწმენას, რომ დღეს არჩევნები გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩაივლის. ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციისკენ. ჩვენ კი დემოკრატია გვჭირდება მეტი სტაბილურობისა და მეტი სამუშაო ადგილისათვის”, - განაცხადა გიგი უგულავამ.
იმისათვის, რომ ამომრჩეველმა ხმის მიცემის უფლება მოიპოვოს, რამდენიმესაფეხურიანი პროცედურა უნდა გაიაროს - მათ შორის, მარკირების შემოწმება, რეგისტრატორის მიერ ხელმოწერილი და რეგისტრატორის ბეჭდით დამოწმებული ბიულეტენების მიღება და თავად მარკირება.
ანალოგიური პროცედურის გავლა მოუწია 30 მაისს თბილისის მერობის კიდევ ერთ კანდიდატს, ”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერს ირაკლი ალასანიას. მან ხმა ცვლილებებს საბურთალოს მეთოთხმეტე უბანზე მისცა:
”არაჩვეულებრივი ამინდია, ხალხი აქტიურობს. ასე რომ, ყველანი ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი მშვიდად და ნორმალურად ჩაივლის”, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა უბანზე მოქმედებს შედარებით მომცრო გადასატანი ყუთი, მთაწმინდის მეთექვსმეტე ოლქს 95 წლის დანიელ ყიფიანი მაინც საკუთარი ფეხით ეწვია:
”ჯერ შემიძლია სიარული და როცა ვეღარ შევძლებ, მერე დაგიძახებთ”, - ამბობს 95 წლის ამომრჩეველი.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი 14 საათსა და 35 წუთზე მოიხადა. მან კმაყოფილება გამოხატა იმით, რომ 30 მაისის არჩევნები მშვიდად და სერიოზული დარღვევების გარეშე მიმდინარეობდა. ეს არის ყველაზე კარგად ორგანიზებული არჩევნები, რაც კი ოდესმე ჩაგვიტარებია, აცხადებს სააკაშვილი და მას, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ეჭვი არ ეპარება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ და თბილისის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა გაიმარჯვებს:
”პოლიტიკური პარტიების აბსოლუტურმა უმრავლესობამ გამოიჩინა ბევრად მეტი პოლიტიკური მოწიფულობა, ბევრად მეტი იარა ხალხში, ბევრად მეტი მოისმინა ხალხისგან. ეჭვი არ მეპარება, რომ ამ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებს. „ნაციონალური მოძრაობა“ მანამდე იქნება გამარჯვებული, სანამ ის იქნება ნამდვილი მოძრაობა და უძრაობაში არ გადაიზრდება. ამ არჩევნებმა ბევრად მეტი რწმენა უნდა მისცეს ბიზნესს, უცხოელ ინვესტორებს, რათა საქართველოში ჩაიდოს უფრო მეტი ფული, შეიქმნას მეტი და მეტი სამუშაო ადგილი და ჩვენი ქვეყანა უკეთესობისკენ შეიცვალოს და, რაც მთავარია, უკეთესობისაკენ შეიცვალოს ჩვენი ხალხის ცხოვრება”, - განაცხადა სააკაშვილმა.
თავად ამომრჩეველი კი ადგილობრივი თვითთმმართველობის არჩევნებს იმედით უყურებს და უკეთეს მომავალზე ფიქრობს:
კაცი იმედით ცოცხლობს. დაველოდოთ, ვნახოთ რა იქნება.
მე ჩემი ქალაქისთვის საუკეთესო მინდა. იმედი მაქვს, ჩემი არჩევანი გაამართლებს.
იმედი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა. მგონია, რომ ადამიანებისათვის სასიკეთოდ უნდა შეიცვალოს ცხოვრება. მე შენით და შენ ჩემით უნდა ვიცხოვროთ და ერთმანეთზე ვიზრუნოთ.

Your browser doesn’t support HTML5