კანადის ქალაქ ვანკუვერში ზამთრის 21-ე ოლიმპიური თამაშების საზეიმო გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე ტრაგიკულად დაღუპული ნოდარ ქუმარიტაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები ახალგაზრდა სპორტსმენის გამოცდილებაზე საუბრობენ. მამა, დავით ქუმარიტაშვილი, ამბობს, რომ ნოდარი იმ საბედისწერო ტრასაზე პირველად არ ეშვებოდა. ყოფილი სპორტსმენი იმ მიზეზებს ასახელებს, რამაც მისი შვილის გარდაცვალება გამოიწვია:
,,ეშინოდა მაგ მოსახვევის. ადრეც ნასრიალები იყო მაგ მოსახვევზე. მამა, ყველაზე ძალიან მაგ ვირაჟის მეშინიაო და მანდ დაიღუპა. არასწორად იყო აშენებული და 150 კმ/სთ სიჩქარით შევარდა და არ შეიძლებოდა. კისერი მოსწყვიტა, ეტყობა. მე მაგ სპორტში დავბერდი და ვიცი, რაც მოხდა. ჯერ რომ, 150... არ არის დაშვებული მაგ სისწრაფით სიარული მაგ სპორტში. ხე არ უნდა ყოფილიყო, სპეციალური დამცავი ,,სეტკები” ან ბალიშები უნდა იყოს. მანდ დაიმტვრნენ უძლიერესი სპორტსმენები. გერმანიამ უარი თქვა მანდ გამოსვლაზე - მიხვდნენ, რომ არასწორად იყო გაკეთებული ეგ ტრასა.”
ვანკუვერის საციგაო ტრასის სტანდარტულობის დადგენასა და გამოძიების ობიექტურად ჩატარებას მოითხოვენ ოჯახის წევრები. ბაკურიანში ამბობენ, რომ ნოდარის დაღუპვა საციგაო ტრასის მშენებლობის დროს დაშვებულმა შეცდომამ გამოიწვია. ბაკურიანის გამგებელი ლევან შავკანი ფიქრობს, რომ უახლოეს მომავალში სიმართლე უნდა დადგინდეს:
,,ოჯახის წევრები ითხოვენ, რომ გამოძიება ჩატარდეს ობიექტურად. ამაში უშუალოდ ჩართულია საქართველოს პრეზიდენტი, რომ გამოკვლეული იყოს ყველა ის მიზეზი, რის გამოც დაიღუპა ჩვენი სპორტსმენი. იქ არის სერიოზული შეცდომები დაშვებული და იმედი გვაქვს, რომ გამოძიება ამას დაადგენს.”
ახალგაზრდა სპორტსმენის გამოცდილებასა და პროფესიონალიზმზე ნოდარის მეგობრის დედა ინეზა გურეშიძე საუბრობს. იგი ტრაგედიის მიზეზად ნოდარის გამოუცდელობასა და შეცდომას გამორიცხავს:
,,იყო ნათქვამი, რომ ყველაზე საშიში ტრასააა და, შესაბამისად, ყველაზე საშიშიც აღმოჩნდა. ცდილობდა ორივე, რომ ოცეულში კი არა, ათეულში მოხვედრილიყვნენ და წარმატებით ეასპარეზათ. სამწუხაროდ, ასე მოხდა და იმ ბავშვის დამტვრევის მერე იძახის, რომ ტრასის შიში კი არ მაქვს, დედა, არამედ სულ თვალწინ მყავს ეს ბავშვი და არ შემიძლიაო. ნოდარი იწვეს და მეო... არ შემიძლიაო, მითხრა.”
ქუმარიტაშვილების ოჯახს შვილის გარდაცვალება ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტმა სერაფიმე ჯოჯუამ მიუსამძიმრა. მეუფის შეთავაზებით, ნოდარ ქუმარიტაშვილს ბაკურიანში მშენებარე შობის სახელობის ტაძრის ეზოში დაკრძალავენ.
,,ძალიან ძნელია ადამიანური სიტყვით ანუგეშო, მაგრამ ჩვენ ვთხოვეთ, რომ ასეთი დიდი სასოწარკვეთილება არ არის ღვთისთვის სათნო. ეს ახალგაზრდა იყო ანგელოზი, ჩვენი ბაკურიანის მრევლი და უაღრესად მორწმუნე ახალგაზრდა. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, დავკრძალოთ ეს ახალგაზრდა ახალ, მშენებარე საკათედრო ტაძრის ეზოში, ბაკურიანში.”
ვანკუვერში ტრაგიკულად დაღუპული ნოდარ ქუმარიტაშვილის ცხედარს, სავარაუდოდ, ორ დღეში ჩამოასვენებენ.