ჯოზეფ ბაიდენი თბილისში
ჯოზეფ ბაიდენი თბილისში ჩამოვიდა - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 22 ივლისს, საღამოს დაეშვა.
მაღალ სტუმარს საქართველოს პრემიერ-მინისტრი დახვდა - აეროპორტში ჯოზეფ ბაიდენს დახვდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური (სურათზე - მარცხნივ), საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია, აშშ-ის ელჩი ჯონ ტეფტი (მარჯვნიდან მეორე) და სხვა ოფიციალური პირები.
ასე ეგებებოდნენ თბილისელები აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს - 22 ივლისს თბილისის ქუჩებში საქართველოსა და აშშ-ის სახელმწიფო დროშები ფრიალებდა.
ვახშამი პრეზიდენტის რეზიდენციაში - 22 ივლისს საღამოს მიხეილ სააკაშვილმა ჯოზეფ ბაიდენს ვახშამი გაუმართა.
ჯოზეფ ბაიდენი წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით შეამკეს - საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკელი სტუმარი წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს კონცერტიც მოუწყეს - ჯოზეფ ბაიდენი კონცერტს მიხეილ სააკაშვილთან და მის მეუღლესთან, სანდრა რულოვსთან ერთად ადევნებდა თვალს.
ოპოზიციის მომხრეთა აქცია - ოპოზიციის მხარდამჭერები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ.
ოპოზიციის მხარდამჭერები თავისუფალ პრესასა და დამოუკიდებელ სასამართლოს მოითხოვდნენ - ფილარმონიასთან შეკრებილებს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიმართავს.
ოპოზიციის ლიდერებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე - 23 ივლისს ჯოზეფ ბაიდენი შეხვდა ოპოზიციის ლიდერებს ნინო ბურჯანაძეს, ირაკლი ალასანიას, ლევან გაჩეჩილაძესა და გიორგი თარგამაძეს, აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
ავლაბრის რეზიდენციიდან მთაწმინდა მოჩანს - მიხეილ სააკაშვილმა სტუმარს პრეზიდენტის რეზიდენცია დაათვალიერებინა, შუშის გუმბათის ქვეშაც გაატარა.
ჯოზეფ ბაიდენი, ილია ჭავჭავაძე და მიხეილ სააკაშვილი - სტუმარი დაინტერესდა, ვისი პორტრეტი გიკიდია კაბინეტშიო.
ჯოზეფ ბაიდენს დავით ბაქრაძე ესალმება - 23 ივლისს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს შეხვდა.
პარლამენტის დეპუტატები შეხვედრის მოლოდინში - პარლამენტის შენობის ეზოში დეპუტატები შეიკრიბნენ.
ბაიდენი პარლამენტში - 23 ივლისს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა სიტყვა წარმოთქვა საქართველოს პარლამენტში.
მაღალი სტუმარი საქართველოს ტოვებს - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი თვითმფრინავის ტრაპზე ადის.