Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1986 წლის 26 აპრილს, უკრაინაში, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკზე, ორი აფეთქება მოხდა. აფეთქება მოჰყვა ელექტროსადგურში დაგეგმილ ექსპერიმენტს. ეს იყო კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ტექნოგენური კატასტროფა. ბირთვული კატასტროფის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია დაგვიანებით, აფეთქებიდან 36 საათის შემდეგ, დაიწყო. იმ დროისთვის, ქალაქ პრიპიატის მოსახლეობას უკვე აღენიშნებოდა რადიაციული დასხივების ნიშნები. ხალხს უთხრეს, რომ ისინი სახლებს რამდენიმე დღეში დაუბრუნდებოდნენ. ევაკუაციას 100 ათასამდე ადამიანს შეეხო. საბჭოთა ხელისუფლებამ ატომური კატასტროფის შესახებ დუმილი არჩია. განგაშის პირველი ზარი 1986 წლის 28 აპრილს შვედეთმა შემოჰკრა. 8 მილიონზე მეტი ადამიანი რადიაციული დასხივების ქვეშ აღმოჩნდა. 1986 წელს ბელორუსიასა და უკრაინაში 5 000-მდე კილომეტრი აკრძალულ ზონად გამოცხადდა. ატომური სადგური სარკოფაგით დაფარეს. ”ჩერნობილის” ავარიას მეშვიდე - ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო სკალით - უმაღლესი დონე მიენიჭა. 32 წლისთავზე კატასტროფის ზონა უდაბურია, ის მწვანე საფარმა დაფარა. დღეს, 5 მილიონზე მეტი ადამიანი კვლავ ცხოვრობს აკრძალული ზონის სიახლოვეს. 2016 წელს უკრაინაში ახალი სარკოფაგით დაფარეს ჩერნობილის ატომური სადგურის მეოთხე ენერგობლოკი. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის სრული ლიკვიდაცია 2065 წლისთვის იგეგმება. ქალაქ პრეპიატსა და მის შემოგარენში იმოგზაურა რამდენიმე თვის წინ ალექს ჯეოსტალკმა. მისი მიზანი იყო გადაეღო დოკუმენტური ფილმი ჩერნობილის შესახებ ქართულ ენაზე.

XS
SM
MD
LG