53 წლის დავით რატიანი პირველია იმ ქართველ მებრძოლთა შორის, რომლებიც უკრაინაში დაიღუპნენ. ცნობა მისი დაღუპვის შესახებ 18 მარტს გავრცელდა. ის ირპენის ფრონტზე დაიღუპა. თბილისში 26 მარტს ჩამოასვენეს. აფხაზეთიდან დევნილი დავით რატიანი 27 წელი მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. 90-იან წლებში იბრძოდა აფხაზეთში. 2008 წელს - აგვისტოს ომში. დავით რატიანს ოთხი შვილი დარჩა.
"იმიტომ მივდივარ, ეს ომი მომავალში ჩვენს ქვეყანაში არ მოხდესო. მერე გავიდა. დედას უთხრა..." - უყვება რადიო თავისუფლებას დავით რატიანის მეუღლე ია შაშვიაშვილი.