Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შს სამინისტროს წარმომადგენელი მოწმეების არდაკითხვის შესახებ


„პატივცემულო, არ დარჩებოდა უყურადღებოდ არცერთი ფაქტი... რა სამუშაოებიც ჩატარდა, დადგა განაჩენი“, - ასე უპასუხა შს სამინისტროს წარმომადგენელმა კახაბერ სირაძემ პარლამენტში გამოთქმულ კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიებამ არ დაკითხა პირები, რომლებიც შესაძლოა, ღირებულ ინფორმაციას ფლობენ ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით. საქმის მასალების თანახმად, არ არიან დაკითხული, მაგალითად, იმ ეზოს მცხოვრებლები, სადაც მოზარდებმა სისხლიანი დანები გარეცხეს და თავი მოიწესრიგეს. ასევე, არ არიან დაკითხული პირები, რომლებიც თვითმხილველები არიან და ამას სატელევიზიო კომენტარებშიც აცხადებდნენ. შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსი - კახაბერ სირაძე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 25 ივნისს იყო დაბარებული.

XS
SM
MD
LG