ტატო გეთია კლუბ "ბასიანის" ერთ-ერთი დამფუძნებელია. ჩვენთან საუბრისას ის იხსენებს, რა მოხდა 12 მაისის ღამეს, როდესაც კლუბებში "ბასიანი" და "კაფე გალერი" სპეცდანიშნულების რაზმები შევიდნენ. ტატო გეთიას 17 მაისს ორი საათის განმავლობაში კითხავდნენ სამართალდამცველებიც. ის „ბასიანის“ დამფუძნებლებიდან პირველია, ვინც თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში დაიბარეს.
16 მაისს, სამმართველოში დაკითხეს „კაფე გალერის“ დამფუძნებელი ალექსანდრე ანთაძე. 12 მაისს ღამით, შეიარაღებული სპეცრაზმელები შევიდნენ კლუბებში, „ბასიანსა“ და „გალერიში.“ ამას წინ უძღოდა ნარკოტიკების გასაღებაში ბრალდებული 8 პირის დაკავება თბილისის სხვადასხვა ადგილას. 12 მაისის ღამის მოვლენებს მოჰყვა ორდღიანი აქცია: „ჩემი თავისუფლებისთვის,“ რომლის მონაწილეები აპროტესტებდნენ პოლიციის მხრიდან ძალადობას და რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას.