პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება.
საგანგებო მდგომარეობა ერთ თვეს გასტანს.
საგანგებო მდგომარეობას ქვეყნის რომელიმე ნაწილში ან მთელ ტერიტორიაზე პრემიერის წარდგინებით პრეზიდენტი აცხადებს. შემდეგ დოკუმენტი პრემიერს უბრუნდება და ხელს აწერს. სწორედ ამ მომენტიდან აქვს დოკუმენტს მოქმედების ძალა. თუმცა დოკუმენტს პარლამენტმა უნდა უყაროს კენჭი.
საქართველოს პარლამენტი 21 მარტს, 18 საათისთვის შეიკრიბება.
მანამდე, 3 საათზე, საქართველოს პრეზიდენტი განცხადებას გააკეთებს.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანების ძალაში შესვლის შემდეგ მისი ტექსტი ცხადდება საქვეყნოდ.
ინფორმაცია განახლდება.