ფეხბურთში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატს ოცდაოთხი მონაწილე ნაკრებიდან შემორჩა თექვსმეტი საუკეთესო და მათ შორის საქართველოს ნაკრებიცაა.
ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფური ეტაპის დასკვნით, მესამე ტურში, პორტუგალიის ნაკრები დაამარცხა და F ჯგუფში ოთხი ქულით მესამე ადგილი დაიკავა.
ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა მეორე წუთზე. მეორე გოლი კი ორმოცდამეჩვიდმეტე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.
მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება.
ფორუმი