Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას შეცვლის ბრალდებული მოწმის სიტყვა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიებაში


28 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში თითქმის ხუთი საათი გაგრძელდა ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი, რომელზეც დაიკითხა ერთ-ერთი მთავარი მოწმე, მკვლელობაში ბრალდებული. ის ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებდა. ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, მან სასამართლოს დეტალურად მიაწოდა ყველა ინფორმაცია, რაც ადასტურებს, რომ მომხდარში სხვა პირებიც მონაწილეობდნენ, რომელთაც პროკურატურა ხელს აფარებს. ბრალდებულის ადვოკატმა კითხვაზე, დაადასტურა თუ არა მან პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანთან, მირზა სუბელიანთან, შეხვედრა და მოზარდების გადამალვაში მისი ჩართულობა, ადვოკატმა მედიასთან განაცხადა, რომ, მოწმის ჩვენებით, ეს ყველაფერი დადასტურდა. პროკურატურა აცხადებს, რომ არასრულწლოვანმა ბრალდებულმა სასამართლოს არარეალური ფაქტების შემცველი ჩვენება მისცა, ხოლო მოკლული დავით სალარიძის მამა, ზაზა სალარიძე, ამბობს, რომ მისთვის მოსმენილი ფაქტები აქამდეც ცნობილი იყო და იმედი აქვს, მოწმის ჩვენება საქმის მიმართულებას შეცვლის და ყველა დამნაშავე დაისჯება.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG