Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა სურს ჯეიჰუნს?


რა სურს ჯეიჰუნს?
please wait

No media source currently available

0:00 0:05:57 0:00

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ჯეიჰუნ მუჰამედალის 29 სექტემბერს, მარნეულში, „ქართული ოცნების“ ოფისთან, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გაუსწორდნენ. მას დაზიანებები აქვს თავის, ხელისა და მუცლის არეში. მარნეულში მომხდარი დაპირისპირებისას დაშავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, კამერა დაუმტვრიეს „საზოგადოებრივი არხის“ ოპერატორს. დაპირისპირება მარნეულის ცენტრში, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო ოფისის ტერიტორიაზე, 29 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში დაიწყო. ოპოზიციის განცხადებით, ისინი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინ მშვიდობიან აქციას ატარებდნენ და აპროტესტებდნენ იმ ფაქტს, რომ მათი წარმომადგენელი საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე არ მიიწვიეს. მოგვიანებით, სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. სწორედ ამ დროს დაშავდა ჯეიჰუნ მუჰამედალიც. ჟურნალისტი 30 სექტემბერს მარნეულის რაიონულ პოლიციაში გამოკითხეს. განყოფილებაში მან 4 საათი დაჰყო. გამოკითხვიდან გამოსულმა ჟურნალისტმა თქვა, რომ მას განყოფილებაში აჩვენეს ვიდეო-კადრი,სადაც ჩანს ის კონკრეტული პირი, რომელმაც დაპირისპირების პროვოცირება მოახდინა. ჟურნალისტის თქმით, ეს პირი ჯერ იდენტიფიცირებული არ არის. ჯეიჰუნი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მას არ აქვს იმედი, რომ გამოძიება სათანადოდ წარიმართება და დიპლომატიურ კორპუსს სთხოვს, დაინტერესდნენ იმ ფაქტებით, რაც წინასაარჩევნოდ ქვემო ქართლში ხდება. ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ლაშა გოგნიაშვილის ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია ორი მუხლით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით და ასევე, 154-ე, ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტზე.

XS
SM
MD
LG