Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა სურთ საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მცხოვრებლებს


"ბორდერიზაციამ" ადგილობრივი საზოგადოებები ორად გაყო. ქვეყნის უღარიბეს ადგილებში მცხოვრებთა ნაწილმა საძოვრებზე, სამეურნეო მიწებზე, ხეხილის ბაღებზე, წყლის რესურსებსა და ტყის რესურსებზე წვდომა დაკარგა.

ადგილობრივები მოწყვეტილი არიან ნათესავებს, შემოსავლის წყაროებს, იმ რელიგიური დანიშნულების ადგილებს, რომლებიც მათი კულტურული და სოციალური ცხოვრებისათვის მნიშვნელოვანია. ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადაკვეთისას ყოველწლიურად ასობით ადამიანს აკავებენ, - წერია ადამიანის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის კვლევაში, რომელიც გამყოფ ხაზთან მცხოვრები 150-ზე მეტი ადამიანის მონათხრობს ეფუძნება.

საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მცხოვრები ადამიანები უკვე ინფორმირებულნი არიან საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შესახებ. მათი აზრით, ანგარიშში სიმართლეა ასახული, მაგრამ რეალობა უფრო ტრაგიკულია, ვიდრე ეს ფურცლებიდან ჩანს. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობა აცხადებს, რომ ომის შემდეგ მათი ყოფა სულ უფრო მძიმდება, მავთულხლართების, ღობეებისა და მცოცავი ოკუპაციის პირობებში კი მათი შიშიც სულ უფრო ძლიერდება.

საქართველო-რუსეთის 2008 წლის კონფლიქტიდან 10 წლის შემდეგ, ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე საერთო ეფექტური კონტროლი რუსეთის ფედერაციის ხელთაა. “საერთაშორისო ამნისტიის” შეფასებით, ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვის ვალდებულება რუსეთს აკისრია. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ რუსეთი პასუხისმგებელია იმ დარღვევებზეც, რომლებიც დე ფაქტო მთავრობების მიერ მოხდა.

საერთაშორისო ამნისტიისშეფასებითვე:

  • სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებაზე პასუხისმგებელი ძირითადად რუსეთი და დე ფაქტო მთავრობები არიან;
  • რუსეთი ვალდებულია პატივი სცეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის ოჯახური ცხოვრების უფლებას და არ ჩაერიოს და არ შეზღუდოს ნათესაური ვიზიტები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ;
  • რუსეთის ფედერაცია ვალდებულია პატივი სცეს ადგილობრივი მოსახლეობის რელიგიურ წეს-ჩვეულებებს დარელიგიური დანიშნულების ნაგებობებისა და სასაფლაოების მონახულების ნება დართოს.

საერთაშორისო ამნისტია” მოუწოდებს საქართველოს

  • გამოყოს ფინანსური და სოციალური დახმარება "ბორდერიზაციით" დაზარალებული ოჯახებისთვის;
  • გალისა და ახალგორის რაიონში მცხოვრებმა ეთნიკურად ქართველებმა შეძლონ უფასო ჯანდაცვით სარგებლობა, ისევე როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე სხვა მცხოვრებლებმა;
  • გამოძებნოს და მიიღოს ყველა შესაძლო ზომა "ბორდერიზაციით" გამოწვეული დარღვევების თანამშრომლობის გზით გამოსააშკარავებლად და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით (ფორმალურად ან არაფორმალურად) მათ აღმოსაფხვრელად.

საერთაშორისო ამნისტიამოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას

  • გამონახოს ყველა შესაძლებლობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ ადამიანის უფლებათა მდგომარეობის ეფექტური მონიტორინგისთვის.
  • გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ გადაიჭრას "ბორდერიზაციითა" და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მონიტორინგის არარსებობით გამოწვეული ადამიანის უფლებათა დარღვევების პრობლემა.

საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მცხოვრებლები მუდმივად ითხოვენ უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას, დაკარგული სახნავ-სათესის ალტერნატიულ ნაკვეთებს ან კომპენსაციას, სარწყავი და სასმელი წყლის სისტემების აღდგენას, ეკონომიკური და საცხოვრებელი მდგომარეობის გაუმჯობესებას. არადა, სოფელ ზარდიაანთკარში ცენტრალურმა ხელისუფლებამ 11 წლის განმავლობაში ისიც ვერ შეძლო, რომ ომის დროს დაზიანებული რამდენიმე სახლი შეეკეთებინა.

XS
SM
MD
LG