Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტთან აქციაზე ტვ პირველის ოპერატორი დაშავდა - ამბობს ტელევიზია


ტვ პირველის ოპერატორი
ტვ პირველის ოპერატორი

ტელეკომპანია „პირველი“ იუწყება, რომ პარლამენტთან დემონსტრაციაზე პოლიციის მიერ სპეციალური საშუალების გამოყენებისას მათი ოპერატორი დაშავდა.

„[ოპერატორ] ნიკო კოკაიას პოლიციელმა, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი სახეში შეასხა“, - წერს ტვ პირველი. ტელეარხის ცნობით, ოპერატორს ამ წუთებში სამედიცინო დახმარებას უწევენ.

ცოტა ხნით ადრე დემონსტრანტებმა პარლამენტთან აღმართული ჯებირები, რომლებსაც პოლიციელები იცავდნენ, მოარღვიეს.

ამ დროს პოლიციამ სპეციალური საშუალება (აირი/სპრეი) გამოიყენა - შსს-ს სპეც.საშუალების გამოყენებას ადასტურებს, თუმცა არ აზუსტებს, კონკრეტულად, რა საშუალება.

მოგვიანებით პოლიციამ ჯებირები კვლავ აღადგინა.

თავისუფლების მოედანზე მობილიზებულია საპოლიციო ტექნიკა (ჭყლის ჭავლის მანქანები).

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, - „რობოკოპებმა“, რომლებიც სპეციალური საშუალებებით არიან აღჭურვილები, - პარლამენტის ორ გვერდითა ქუჩაზე, - 9 აპრილის/ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე, - დაიკავეს გარკვეული ტერიტორია.

XS
SM
MD
LG